ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2014


შვილს (ლექსების გამოფენიდან)

რას დაგიტოვებ როცა წავალ?! ალბათ, – ვერაფერს,
ან უფრო სწორად – დიდს ვერაფერს, მხოლოდღა სახელს.
ანუ – კაცობას და ავყვები ვიწრო დერეფანს,
ცამდე რომ ადის. შენ კი ეტყვი სუყველა მნახველს –
ვინც ჩემ სატირლად, ჩემს საფლავზე მოვა ხანდახან,
რომ მამაშენმა დაგიტოვა ის რაც მამაშენს
შესაბამისად, – მამისგანვე ერგო ანდერძით.
რომ ამაყი ხარ და რომ აზრი არ აქვს დანარჩენს...
რომ სხვა ყველაფერს დროსთან ერთად ფერი უქრება...
ღმერთიც კი ზოგჯერ უფეროა, როგორც – ჰაერი...
რომ შენ ღმერთი ხარ შენი თავის და გაქვს უფლება
თან გიხაროდეს, თან გტკიოდეს და შენნაირებს
ცაში ეძებდე, რადგან ცაა თავისუფლება!
მე ჯერაც აქ ვარ. იმედია, – არც ისე მალე
მომიწევს წასვლა... მანამდე კი მიგულე გვერდით.
მე ვზიდავ შენს ჯვარს, ვიდრე მუხლებს ეყოფა ძალა,
სანამ ჩემნაირ – ვითომ პოეტს მოითხოვს ღმერთი.
შენთან მიგულე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები