შენ გაზაფხული უფრო გშვენის, შენსავით თბილი, იასამნებმაც სუფთა თვალებს ფერი მოსტაცეს, მოგიხდებოდა ახლა ისევ, რომ გერქვას ცოლი, ვიდგეთ ტაძარში, თან მომავლის რწმენა მოსჩანდეს.
მოგიხდებოდა გვირგვინი და წმინდა სანთელი, მსხვილი ბაგიდან დაცდენილი ჩუმი თანხმობა, თეთრი ფატის ქვეშ ანთებული შენი თვალები... აგუგუნებულ სამრეკლოზე ზართა გალობა.
გახსოვს? თბილისის თბილ ქუჩებში ბოლო გაზაფხულს ვპარავდით ღიმილს, ვატარებდით ლექსებში ღამეს, ახლაც დავუყვეთ, მეტის მოცდა უკვე აღარ მსურს და მივაკითხოთ კარგად ნაცნობ, მეგობრულ ჭადრებს.
როცა მუცლიდან ფეხს მოგარტყამს ანასტასია, როცა იგრძნობ, რომ უკვე ორი საზრდოობს შენით, თეთრი ხელები მე კისერზე მძივად ,,მაცვია'', ანთებული ვარ გამოუთქმელ ძალით და რწმენით.
გუშინ აწვიმდა ამწვანებულ ახალ გაზაფხულს, მე ფანჯარაზე ამოუხსნელ ფიგურებს ვწერდი, ვინ გაამთელებს ჩემს გულს, ბასრი დანით დახაზულს, როცა ჭადრის ქვეშ მარტო ვარ და ნელ–ნელა ვკვდები.
როცა იმსხვრევა ბროლის მსგავსად ყველა ოცნება, გამოფხიზლდები, რეალობის არ მინდა აღქმა, ყოველი დილა რომ იწყება ჭიქა ღვინით და ბედნიერება ასე უცებ ფანჯრიდან გაქრა.
უკვე მუცლიდან ვეღარ იგრძნობ ხანმოკლე ბიძგებს, არ ვიცი რატომ შეიცვალე, იქეცი მკვლელად?! სწორედ ამიტომ ვერაფერი ვერ გაპატიე, და აღარა ვართ, გაზაფხულო, მე და შენ ერთად.
ამომეშანთა მკვდარ ტუჩებზე სიმწრის ღიმილი, მაგრამ კვლავ ვამბობ, რომ გაზაფხულს საოცრად ჰგავხარ, ალბათ, ოდესმე, ჩამოივლი ნაცნობ ჭადართან, "ჩვენ სამუდამოდ"– წაიკითხავ, მერე კი წახვალ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. mrs.smith. მაგიტომ ვართ კაი დღეში :)) რო ვერ ხედავ ცუდს mrs.smith. მაგიტომ ვართ კაი დღეში :)) რო ვერ ხედავ ცუდს
39. პასუხი ბოლო კომენტარის ავტორს:
თუ თქვენი არ მომწონს, არ ნიშნავს, რომ არაფერი მომწონს =) ასევე, რამე კითხვები თუ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პირადად მკითხოთ ხოლმე =)
საერთოდაც, ვერაფერს ვხედავ ცუდს ნარცისიზმში =)
პასუხი ბოლო კომენტარის ავტორს:
თუ თქვენი არ მომწონს, არ ნიშნავს, რომ არაფერი მომწონს =) ასევე, რამე კითხვები თუ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პირადად მკითხოთ ხოლმე =)
საერთოდაც, ვერაფერს ვხედავ ცუდს ნარცისიზმში =)
38. შენ არა,იმათ ვუთხარი,საკუთარი შედევრების გარდა არავისი არაფერი რომ არ მოსწონთ...ეს ნარცისიზმია,სხვა რა... შენ არა,იმათ ვუთხარი,საკუთარი შედევრების გარდა არავისი არაფერი რომ არ მოსწონთ...ეს ნარცისიზმია,სხვა რა...
37. აუ მეზარება ეხლა მაგრად შენთან დებატებში შემოსვლა იწვის ყველაფერი კაი ოგო ხარ მაგარი ხარ გკოცნი და გეხვევი :)) ნემეზიდა მე მითხარი? მრმგონი არა აუ მეზარება ეხლა მაგრად შენთან დებატებში შემოსვლა იწვის ყველაფერი კაი ოგო ხარ მაგარი ხარ გკოცნი და გეხვევი :)) ნემეზიდა მე მითხარი? მრმგონი არა
36. :) რა სენია ეს?! მგონი ნარცისიზმი,არა?! (საკუთარი ,,შემოქმედებით" ტკბობა); :))) :) რა სენია ეს?! მგონი ნარცისიზმი,არა?! (საკუთარი ,,შემოქმედებით" ტკბობა); :)))
35. =)) მთავარია, ჩემს შემოქმედებას რომ გადახედავ, არ გაგიკვირდეს =)) მთავარია, ჩემს შემოქმედებას რომ გადახედავ, არ გაგიკვირდეს
34. თუ გოგო ხარ რავი გოგო ყოფილხარ :))) თუ გოგო ხარ რავი გოგო ყოფილხარ :)))
33. კაი ბიჭი ხარ შენ კაი ბიჭი ხარ შენ
32. მაგრად მაწყენინე სმიტ :))) და მოგიტევებ კაი მარა ბოდიშს ნუ იხდი ყველაფერზე :))) შენგან არც გამიკვირდება შენს შემოქმედებას რო გადახედავს კაცი მაგრად მაწყენინე სმიტ :))) და მოგიტევებ კაი მარა ბოდიშს ნუ იხდი ყველაფერზე :))) შენგან არც გამიკვირდება შენს შემოქმედებას რო გადახედავს კაცი
31. საერთოდ არაფერი მომეწონა =)
მომიტევეთ საერთოდ არაფერი მომეწონა =)
მომიტევეთ
30. მადლობა მარა 4:1 ზედმეტი იყოოო ძაანნ დავიგრუზე წავედი ლექსი უნდა დავწერო მადლობა მარა 4:1 ზედმეტი იყოოო ძაანნ დავიგრუზე წავედი ლექსი უნდა დავწერო
29. ,,შენ გაზაფხული უფრო გშვენის, შენსავით თბილი," წარმატებები ავტორს.. მომეწონა, რაღაცნაირია
,,შენ გაზაფხული უფრო გშვენის, შენსავით თბილი," წარმატებები ავტორს.. მომეწონა, რაღაცნაირია
28. ძალიან მომწონს ამ ავტორის ლექსები, მათში ყოველთვის გასაოცარი გულწრფელობა იგრძნობა და უსაზღვრო ემოცია მოაქვს ჩემამდე. :) წარმატებები! ძალიან მომწონს ამ ავტორის ლექსები, მათში ყოველთვის გასაოცარი გულწრფელობა იგრძნობა და უსაზღვრო ემოცია მოაქვს ჩემამდე. :) წარმატებები!
27. დიდი მადლობა ყველას მიყვარხართ გკოცნით თქვენი ლევან ფხაკაძე
P.S ატლეტიკო მიდიიი
დიდი მადლობა ყველას მიყვარხართ გკოცნით თქვენი ლევან ფხაკაძე
P.S ატლეტიკო მიდიიი
26. მე დაჩი ჩალაძეს ვიცნობდი, ნათო. :) პარუირ სევაკისა რა მოგახსენო. :) ლინგვისტურ ხარვეზებზე, საერთოდ, მძაფრი რეაქცია რომ მაქვს (და სანამ ვარ, მექნება კიდეც), ეს ნურასდროს გაგიკვირდებათ. :) ვინც მიცნობთ, იცით, რომ შენიშვნას არასდროს ვწერ ბოღმისა და ცინიზმის თანხლებით. არც რჩევის მიცემაა დანაშაული და კარგია, რომ ასე თუ ისე, ყველაფერი გაირკვა. მე ელადას კომენტარმა გამაოცა. როცა ავტორს პლაგიატობის ბრალდებას წაუყენებ, იმისთვის, რომ მართალი იყო საკუთარ თავთანაც და არც შენი სიტყვა გამოდგეს საფუძველს მოკლებული, ჩამოწერე იმ ავტორთა ნუსხა, რომელთა შემოქმედებიდანაც ,,მიითვისა'' პოეტმა სტროფები თუ სტრიქონები... მეც ძალიან მაინტერესებს. მართლა. ბოდიშს ვიხდი ლევანთან ,,შემოჭრისთვის''. :) ნურც მიკერძოებას დამაბრალებს პუბლიკა. მე დიდ პატივს ვცემ ნიჭიერებას, ყოველ ახლადაღმოჩენილ ტალანტს და უსაზღვროდ მახარებს ამ მადლის მატარებელთა არსებობა ამ გათითოკაცებულ, დამზრალ-დაჭირხლულ სამყაროში. პატივისცემით-
მე დაჩი ჩალაძეს ვიცნობდი, ნათო. :) პარუირ სევაკისა რა მოგახსენო. :) ლინგვისტურ ხარვეზებზე, საერთოდ, მძაფრი რეაქცია რომ მაქვს (და სანამ ვარ, მექნება კიდეც), ეს ნურასდროს გაგიკვირდებათ. :) ვინც მიცნობთ, იცით, რომ შენიშვნას არასდროს ვწერ ბოღმისა და ცინიზმის თანხლებით. არც რჩევის მიცემაა დანაშაული და კარგია, რომ ასე თუ ისე, ყველაფერი გაირკვა. მე ელადას კომენტარმა გამაოცა. როცა ავტორს პლაგიატობის ბრალდებას წაუყენებ, იმისთვის, რომ მართალი იყო საკუთარ თავთანაც და არც შენი სიტყვა გამოდგეს საფუძველს მოკლებული, ჩამოწერე იმ ავტორთა ნუსხა, რომელთა შემოქმედებიდანაც ,,მიითვისა`` პოეტმა სტროფები თუ სტრიქონები... მეც ძალიან მაინტერესებს. მართლა. ბოდიშს ვიხდი ლევანთან ,,შემოჭრისთვის``. :) ნურც მიკერძოებას დამაბრალებს პუბლიკა. მე დიდ პატივს ვცემ ნიჭიერებას, ყოველ ახლადაღმოჩენილ ტალანტს და უსაზღვროდ მახარებს ამ მადლის მატარებელთა არსებობა ამ გათითოკაცებულ, დამზრალ-დაჭირხლულ სამყაროში. პატივისცემით-
25. უკვე მუცლიდან ვეღარ იგრძნობ ხანმოკლე ბიძგებს, არ ვიცი რატომ შეიცვალე, იქეცი მკვლელად?! სწორედ ამიტომ ვერაფერი ვერ გაპატიე,
ამბობენ: "დრო ყველაფერს კურნავს-"ო
უკვე მუცლიდან ვეღარ იგრძნობ ხანმოკლე ბიძგებს, არ ვიცი რატომ შეიცვალე, იქეცი მკვლელად?! სწორედ ამიტომ ვერაფერი ვერ გაპატიე,
ამბობენ: "დრო ყველაფერს კურნავს-"ო
23.
ავტორი: ლევან ფხაკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 24 მაისი, 2014
მე მომეწონა ეს ლექსი. იმდენად გულწფელია აქ ავტორი.იგრძნობა შინაგანი ტკივილი.ყოჩაღ!
ავტორი: ლევან ფხაკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 24 მაისი, 2014
მე მომეწონა ეს ლექსი. იმდენად გულწფელია აქ ავტორი.იგრძნობა შინაგანი ტკივილი.ყოჩაღ!
22. მე მომწონს ამ ავტორის ლექსები.ემოციურია,გულწრფელი და გამართული.და საერთოდ ,ეს თავდასხმები ,,სადაური წესია და..აქაური წესია” ლევან...ამიტომ გაატარე,გირჩევ დედაშვილურად.რაც გეწერება და როგორც გეწერება,ისე წერე,მოვა დრო_შენ თვითონ გაერკვევი ლექსის ღირსება-ნაკლოვანებაში.ასე იყო თეო წიკლაურზე და ამას წინათ თვითონვე წერდა_მაშინ რაც კარგი მეგონა,ახლა აღარ ,მომწონსო...ანუ გაიზარდა.შენც გაიზრდები,მთავარია დაგაცალონ...ამიტომ ყველას ნუ გასცემ პასუხს_მიიღე ის რჩევა,რაც შენთვის მისაღებია,რაც არა_ დააიგნორე.ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. წარმატებებს გისურვებ + + შენ გაქვს ზრდის პოტენციალი,უდავოდ. მე მომწონს ამ ავტორის ლექსები.ემოციურია,გულწრფელი და გამართული.და საერთოდ ,ეს თავდასხმები ,,სადაური წესია და..აქაური წესია” ლევან...ამიტომ გაატარე,გირჩევ დედაშვილურად.რაც გეწერება და როგორც გეწერება,ისე წერე,მოვა დრო_შენ თვითონ გაერკვევი ლექსის ღირსება-ნაკლოვანებაში.ასე იყო თეო წიკლაურზე და ამას წინათ თვითონვე წერდა_მაშინ რაც კარგი მეგონა,ახლა აღარ ,მომწონსო...ანუ გაიზარდა.შენც გაიზრდები,მთავარია დაგაცალონ...ამიტომ ყველას ნუ გასცემ პასუხს_მიიღე ის რჩევა,რაც შენთვის მისაღებია,რაც არა_ დააიგნორე.ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. წარმატებებს გისურვებ + + შენ გაქვს ზრდის პოტენციალი,უდავოდ.
21. ბევრ ლექსში არის ავტორის მდგომარეობა ასახული - ხშირად სულიერიც - ამიტომაც ზოგჯერ გაუგებარია ბევრი რამ სხვებისთვის და ამ გაუგებარს - ,,შესაცვლელს" ან ,,ამოსაღებს" არქმევენ....
(სხვისი სულის რაღაც რაღაცეები ხომ მხოლოდ ერთეულებს ესმით)))))))))))))
მე მომწონს შენი ,,ნაწერი" ბევრ ლექსში არის ავტორის მდგომარეობა ასახული - ხშირად სულიერიც - ამიტომაც ზოგჯერ გაუგებარია ბევრი რამ სხვებისთვის და ამ გაუგებარს - ,,შესაცვლელს" ან ,,ამოსაღებს" არქმევენ....
(სხვისი სულის რაღაც რაღაცეები ხომ მხოლოდ ერთეულებს ესმით)))))))))))))
მე მომწონს შენი ,,ნაწერი"
20. მადლობა ნათია :)) ბუდულა შენც მადლობა :) მადლობა ნათია :)) ბუდულა შენც მადლობა :)
19. ე,ასე არ ჯობია?! გაირკვა და გავარკვიეთ ყველაფერი და ჩალაგდა თავის ადგილას. :* ე,ასე არ ჯობია?! გაირკვა და გავარკვიეთ ყველაფერი და ჩალაგდა თავის ადგილას. :*
18. აუუ არ ვბარზდები რატომ გგონიათ რო ვბრაზდები პასუხის გაცემა გაბრაზებას ხო არ ნიშნავს რაგჭირთ :) აუუ არ ვბარზდები რატომ გგონიათ რო ვბრაზდები პასუხის გაცემა გაბრაზებას ხო არ ნიშნავს რაგჭირთ :)
17. ავტორი: ლევან ფხაკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მაისი, 2014 ტკივილი და სევდა... აი რა დავინახე მე ამ ლექსში და ნამდვილად მოიტანა ემოცია. ავტორი: ლევან ფხაკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მაისი, 2014 ტკივილი და სევდა... აი რა დავინახე მე ამ ლექსში და ნამდვილად მოიტანა ემოცია.
16. რას ბრაზდები, ადამიანო, ჩემი აზრი მაინცადამაინც უდავო ჭესმარიტებას კი არ ნიშნავს, ან გგონია, ჩემსას თუ არ გაითვალისწინებ- მე გავბრაზდები?! :))
მე ჩემი ვსთქუ და შენ ხარ ავტორი და შენ გადაწყვეტ,ცხადია, როგორ გირჩევნია. ბიჯოს. :)) რას ბრაზდები, ადამიანო, ჩემი აზრი მაინცადამაინც უდავო ჭესმარიტებას კი არ ნიშნავს, ან გგონია, ჩემსას თუ არ გაითვალისწინებ- მე გავბრაზდები?! :))
მე ჩემი ვსთქუ და შენ ხარ ავტორი და შენ გადაწყვეტ,ცხადია, როგორ გირჩევნია. ბიჯოს. :))
15. დანტესთან ვარ :))) ვანაშია გამოვა ვეტყვი დანტესთან ვარ :))) ვანაშია გამოვა ვეტყვი
14. დანტეს მოკითხვა, თუ გამოგივლის. :* დანტეს მოკითხვა, თუ გამოგივლის. :*
13. რა მირჩია ეგ მაინც ამიხსენით ვინმემ :)) ეს? ერთსადაიმავე სტროფში, ადამიანს მკვლელს უწოდებდე აბორტის გამო და თან გაზაფხულს, ვერ მოხვდა ყურს კარგად.
რას გაიგებს ეს ადამიანი ამს სტროფს ვაფშე:)ზოგი მკვლელი ბევრ "უცოდველს" მირჩევნი პირადად მე რა მირჩია ეგ მაინც ამიხსენით ვინმემ :)) ეს? ერთსადაიმავე სტროფში, ადამიანს მკვლელს უწოდებდე აბორტის გამო და თან გაზაფხულს, ვერ მოხვდა ყურს კარგად.
რას გაიგებს ეს ადამიანი ამს სტროფს ვაფშე:)ზოგი მკვლელი ბევრ "უცოდველს" მირჩევნი პირადად მე
12. ხათ, თე, ირმ რა ხათ, თე, ირმ :)) კარგი რო გერჩია გავითვალისწინებდი აუცილებლად :D შენს ყურს ცუდად თუ ხვდება რამე არ ნიშნავს იმას რომ გასასწორებელია, მომიტევეთ :)) ხათ, თე, ირმ რა ხათ, თე, ირმ :)) კარგი რო გერჩია გავითვალისწინებდი აუცილებლად :D შენს ყურს ცუდად თუ ხვდება რამე არ ნიშნავს იმას რომ გასასწორებელია, მომიტევეთ :))
11. მეც მასე მგონია, რომ კარგი რამეები ურჩია პარუირმა ამ ბავშვს. და დავარწმუნე მაგაში ეს ბავშვიც, თორემ კი დაგხვდებოდათ ამდილით ურაკის ფერფლი- გადაწვას უპირებდა :))
მეც მასე მგონია, რომ კარგი რამეები ურჩია პარუირმა ამ ბავშვს. და დავარწმუნე მაგაში ეს ბავშვიც, თორემ კი დაგხვდებოდათ ამდილით ურაკის ფერფლი- გადაწვას უპირებდა :))
10. ლევანის პმ–ი დამხვდა, გაგცეს პასუხიო.
და გახარებულია. :)
ხათ, თე, ირმ – ცუდი არ მითქვამს ამ ბავშვიზა მე რამე. მგონი, კაი–კაი რამეები ვურჩიე და გაკოცეთ ყველააას. :*
ნათია პ. ლევანის პმ–ი დამხვდა, გაგცეს პასუხიო.
და გახარებულია. :)
ხათ, თე, ირმ – ცუდი არ მითქვამს ამ ბავშვიზა მე რამე. მგონი, კაი–კაი რამეები ვურჩიე და გაკოცეთ ყველააას. :*
ნათია პ.
9. ეს ლექსი, ერთი დიდი ტკივილის ამოძახილია! ეს ლექსი, ერთი დიდი ტკივილის ამოძახილია!
8. რატომ ჩხუბობენ მავანნი? :) მაშინ როცა სხვის მიერ პუნქტუაციის დარღვევა ასე თვალშისაცემია, არც ჩვენ უნდა გვეშლებოდეს ის, რომ ,,ერთსადაიმავე''- ცალ-ცალკე იწერება. სხვა დანარჩენი, უბრალოდ, ფანტაზიის სიმწირეზე მეტყველებს. ზერელე კითხვის ,,ტექნიკაზეც''. :) მე, ჩემდათავად ვიტყვი, რომ ეს ლექსი კარგი ლექსია, თუმცა ავტორს უკეთესებიცა აქვს. წარმატებები, ლევან! რატომ ჩხუბობენ მავანნი? :) მაშინ როცა სხვის მიერ პუნქტუაციის დარღვევა ასე თვალშისაცემია, არც ჩვენ უნდა გვეშლებოდეს ის, რომ ,,ერთსადაიმავე``- ცალ-ცალკე იწერება. სხვა დანარჩენი, უბრალოდ, ფანტაზიის სიმწირეზე მეტყველებს. ზერელე კითხვის ,,ტექნიკაზეც``. :) მე, ჩემდათავად ვიტყვი, რომ ეს ლექსი კარგი ლექსია, თუმცა ავტორს უკეთესებიცა აქვს. წარმატებები, ლევან!
7. და რატო მებრძვიან ვერ მივხვდი :)) და რატო მებრძვიან ვერ მივხვდი :))
6. მთელი სულით და გულით წერს ეს კაცი ლექსებს.
მთელი სულით და გულით წერს ეს კაცი ლექსებს.
5. რა ვიცი, მე გულწრფელობა დავინახე და თითქმის სრულყოფილ ლექსად აღვიქვი.
რა ვიცი, მე გულწრფელობა დავინახე და თითქმის სრულყოფილ ლექსად აღვიქვი.
4. რამდენი და დავწერე მაპატიეთ ამის გამო ნუ გამიჭედავთ გასული ვარ რამდენი და დავწერე მაპატიეთ ამის გამო ნუ გამიჭედავთ გასული ვარ
3. პლაგიატობა სად დაინახე ელადა დაწერე მსაგვსი ლექსი არაა პრობლემა და და პარუირ სევაკი და რატო ვუუწოდე და რის გამო მაგას შენ ვერასდროს ვერ გაიგებ რახან ვუწოდებ ასე და ტყუილა არ ვამბობ თან ჰაერზე არ ვწერ არაფერს მე როგორც უმეტესობა პლაგიატობა სად დაინახე ელადა დაწერე მსაგვსი ლექსი არაა პრობლემა და და პარუირ სევაკი და რატო ვუუწოდე და რის გამო მაგას შენ ვერასდროს ვერ გაიგებ რახან ვუწოდებ ასე და ტყუილა არ ვამბობ თან ჰაერზე არ ვწერ არაფერს მე როგორც უმეტესობა
2. ლექსი კარგია , მაგრამ პლაგიატობის ნიშნებს ვხედავ ბევრს ლექსი კარგია , მაგრამ პლაგიატობის ნიშნებს ვხედავ ბევრს
1. სათაურის ბოლოს წერტილი მოსაშორებელი კი არის, მარა, კაცურად, მკვდარი ტუჩები რომ შეცვალო, სულ მთლად კაი ამბავი იქნებოდა. ერთსადაიმავე სტროფში, ადამიანს მკვლელს უწოდებდე აბორტის გამო და თან გაზაფხულს, ვერ მოხვდა ყურს კარგად.
არადა, იგრძნობა აქ რომ კაი-კაი რამეებიც შეიძლება წაიკითხოს კაცმა. ემოციაც მოდის ის, რაც ჩადო ავტორმა. სათაურის ბოლოს წერტილი მოსაშორებელი კი არის, მარა, კაცურად, მკვდარი ტუჩები რომ შეცვალო, სულ მთლად კაი ამბავი იქნებოდა. ერთსადაიმავე სტროფში, ადამიანს მკვლელს უწოდებდე აბორტის გამო და თან გაზაფხულს, ვერ მოხვდა ყურს კარგად.
არადა, იგრძნობა აქ რომ კაი-კაი რამეებიც შეიძლება წაიკითხოს კაცმა. ემოციაც მოდის ის, რაც ჩადო ავტორმა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|