ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2014


მე შემიძლია სხვაგვარადაც:

იტირე, რადგან დინამიურ ქცევად აღვიქვამ.
ვიგრძენი, როგორ რთული ფორმით გადამიტანე.
მე შემიძლია სხვაგვარადაც: სახლი დავირქვა,
შენ- მომავალი ახლებურად განავითარე...

მე გეტყვი:  სისხლში ჯვარედინი რითმა მაქვს, ვკვდები.
უსულო საგანს დამიჯდები თავთან და მართობ.
მთელი ცხოვრება ციფრებია, ზრდადობა-კლებით...
თბილი მხარეა, როგორ გითხრათ არასდროს არ თოვს...

ვეღარ მცნობ რადგან, გეთანხმები, გამოვიცვალე.
გამოიცვლება უსათუოდ გარემოებაც.
შენმა ლოდინმა ერთი სკამით გადმოინაცვლა
ჩემი დაკარგვის უჩვეულო გამეორებით...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები