ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანზონელი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2014


პოეტი.......

რუხი თუ შავი, გაცრეცილი ძველმანი ეცვა,
კუთხეში იჯდა, ფერმიხდილი და გალეული...
შორს, დაჟინებით უყურებდა ერთ წერტილს ერთხანს
და მის სიმდიდრეს შეადგენდა სქელი რვეული-
სადაც ეწერა სიტყვა-სიტყვით სულის ტკივილის
ლექსში ჩაკლული იმედები, მწარე წარსული
და კითხულობდნენ ამ ყველაფერს ყალბი ღიმილით-
ვითომ მწერლები, პოეტები ვადაგასულნი.
წერდა და წერდა განუწყვეტლივ, გულისჯიბეში
აბინავებდა მოგონებებს ტკბილს, უფრო მწარეს,
ის იყო თავის შეგრძნებების უსახლო მწყემსი,
მწყემსავდა აზრებს სტრიქონებში, როგორ ცხვრის ფარებს.
იბადებოდნენ მის ხელებში ლექსად კრავები
და შუბლზე ყველას გენიოსის ნიშანი ესვა,
ის მიიწევდა წალკოტისკენ, გზად კი ზვავების
ყრუდ ჩაესმოდა შემზარავი ოხვრა და კვნესა.
რუხი თუ შავი, გაცვეთილი სამოსი ეცვა,
კუთხეში იჯდა, თავდახრილი, ხელში რვეულით...
მორცხვად უსმენდა ოვაციებს მსმენელის ერთხანს
მათი მსგავსი და ყველასაგან გამორჩეული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები