ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2014


nonsense

ნონსენსია
ეხეთქებოდე კედლებს,
როცა ადგილიდან სულაც არ იძვრი,
ანდა ეხეთქებოდე მხოლოდ ორ მათგანს,
როცა გარს გაკრავს ოთხი კედელი.
თავად ვერ ხვდები,
როგორ გაბმულან
უცხო სიხშირის სევდის ტალღები,
მარცხნიდან მარჯვნივ, მერე პირიქით
მიუყვებიან
სიმშვიდესა და დაძაბულობას შორის
არსებულ სივრცეს,
თითქოს განგებამ დაუხაზა
გრძივი არხები
და სხვანაირად არ ეგებოდეს...

არადა, წინ ფანჯარაა,
უკან კი კარი...

ადექი!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები