ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2014


ხიდი (100 სიტყვა)

მიცნო? _  გიორგის სახეზე ალმური ყვაოდა.
აბა, რა იქნებოდა?! თავადაც მძიმეს ზურგჩანთაც მოეკიდებინა, ყოფილ მოსწავლეს ქედზე შესჯდომოდა და ზამთრისაგან დალეული ენგურის ფონის გავლას უძნელებდა. ხიდი ხომ ისევ მკვდარი იყო.
კარგი დღე არც მეორეს ადგა:
ფეხი მომტეხოდა და სამუშაოდ არ გამოვსულიყავი! რიგიანად არც შემიხედავს, თავიდანვე უნდა მივსალმებოდიო! _ წუხდა. ტვირთს მხრებში მოეხარა და მაინც იმედს ებღაუჭებოდა: იქნებ ვერც მიცნოო.
ცოცხალი ხიდი იყო _ უსაბუთო ქართველები ენგურსგაღმა ზურგით გადაჰყავდა.
გაღმა ნაპირს ვაივაგლახით მიაღწიეს. „მხედარი“ ჩამოქვეითდა, ჩანთა ძირს დადო და შიგ რაღაცას დაუწყო ძებნა.
_ ჩემი არაფერი გმართებს, _ ამოიგმინა კაცმა, _  ცხოვრებამ სახედრად მაქცია, მაგრამ ნამუსი ჯერ არ დამიკარგავს! _ სიტყვები ეკლებად იქცა.
ენგურს შერცხვა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ზღვისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები