ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 მაისი, 2014


სუფთა ფურცელი(**)

მისტიური ლურსმანივით,
შუბლში ჩაჭედებული ძველი სიზმარი__
არდავიწყების უჟანგავი აბსტრაქცია.
ჩემზე უკეთ არავინ იცის,
რომ უშედეგოა ეს მცდელობა,
მაგრამ მაინც,
წყლის ზედაპირზე ანარეკლს ვუმზერ,
იქ კი:
ვეძებ ერთს
და ვხედავ მეორეს__ცარიელ ფურცელს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები