ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2014


* * *

უღრუბლო ცას,მღვრიე თვალებს ვარიდებ,
ქარებს ვუწნავს გახუნებულ დალალებს,
ვოცნებობ, რომ სხეულიდან გავიდე
და ეს სული ლაჟვარდებში დავმალო,

მინდა ღამე შემოვიცვა ფარაჯად,
სიყვარულის უკვდავება ვიწამო,
მინდა გავხდე შენი სუნთქვის დარაჯი,
შენით მოვკვდე,შენით გარდავიცვალო.

მაგრამ ჯერ ხომ სიკვდილამდე შორია,
ჯერ ბოლომდე უნდა შეგისულხორცო,
გაქარწყლდება ჩემი მელანქოლიაც,
ხელმეორედ შევიყვარებ სიცოცხლეს...

უღრუბლო ცას თვალებს აღარ ვარიდებ,
ქარი იშლის გახუნებულ დალალებს,
კვლავ მინდა,რომ სხეულიდან გავიდე
და ეს სული შენს სუნთქვაში დავმალო.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები