ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2014


მგზავრი

დაღლლი მგზავრი ვარ,მოვდივარ შორიდან,
დავეძებ ოცნებას და ღამის გასათევს,
ყოველი ახალი დღე არის კორიდა,
მაქვს მხოლოდ თამბაქო და ღერი ასანთის,

მოვდივარ შორიდან და ვეძებ იმედებს,
მივყვები წვიმაში, გაწუწულ გრან-ვიას,
ჩემს სევდას სათქმელად ვერასდროს ვიმეტებ,
ამიტომ წერილიც არ გამიგზავნია

ზეცაში და ასე დავყვები გამზირებს,
მტკივა და ვინ იცის როდემდე ავიტან...
ჩემი არსებობით არავის ვამძიმებ,
და მაინც არ მინდა დავიწყო თავიდან

სიცოცხლე,რომელიც დამპალი ტივივით,
მდინარის ნაპირთან ძაღლივით მივაბი,
გზებზე და ქარებზე,სევდაზე,ტკივილზე,
ღამე და ჩამქრალი თვალები გიამბობთ.


დაღლლი მგზავრი ვარ,მოვდივარ შორიდან,
დავეძებ ოცნებას და ღამის გასათევს,
ყოველი ახალი დღე არის კორიდა,
მაქვს მხოლოდ თამბაქო და ღერი ასანთის...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები