ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2014


თუ გოიმი გაერია

დასაბამიდან, იმის მერე, რაც
ქვეწარმავალმა აცდუნა ევა,
არ უნდა გსურდეთ, რარიგ ძლიერაც –
ქვეყნად გოიმი არ დაილევა!

ყველგან შეგხვდებათ ხალხი ამ ტიპის,
კლუბში, ბორდელში, სამორინეში.
ციფრი – 7 და სტატუსი - "VIP"–ი
მათ, რასაც ქვია გენში აქვთ, გენში...

ჭკუას კარგავენ, მათზე, ოღრაში
დამკვრელები და სიძვის დედები.
გოიმს შეატყობთ მიხრა–მოხრაში
და შეუკრავით იცნობთ ღვედებით.

საცოდავია გოიმის ხელში,
ქალაქია თუ მთელი ერია.
მტრისას, ავისას, თუ სათავეში
ერთი მათგანიც გამოერია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს