ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2008


მოვიდეს ჩემს დასაფლავებაზე უთხარით. . .

დედასთან მინდა, დედასთან, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მაკლდა.
დედასთან მინდა იმ დედასთან, რომლის გამოც ძალიან ბევრჯერ მიტირია.
დედასთან მინდა, უბრალოდ უბედურ და ნერვიულ ქალთან მინდა.
ყოველთვის ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ვიყავი,
მშიშარა და მტირალა,
ყველაფრის მეშინოდა ამ ცხოვრებაში გარდა სიკვდილისა,
ყოველთვის მინდოდა, რომ დამესვენა, რადგან აღარ მტკენოდა გული,
აღარ ვმჯდარიყავი და აღარ მეტირა ჩემში შემოპარული სიყვარულის გამო.
წლები ისე გავიდა და ისე გავიზარდე, რომ წარსულისთვის ხელი არ გამიშვია,
ხელჩაკიდებული მომყავდა ყოველთვის, რადგან სიყვარული წარსულში მქონდა დატოვებული,
წარსულში მყავდა დატოვებული მისი საყვარელი სახე და ცრემლიანი თვალები,
წარსულში იყო ჩემი ყველა ტკივილი, შემეძლო მიმეტოვებინა იქ შორს მარტო, მაგრამ ვერ გავწირე, ის ხომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო.
ჩემი სიყვარულით და ემოციებით სავსე ბავშვობა.
წარსულში ხომ ჩემი ოცნებების კორიანტელი იყო,
იმ ოცნებების, რომლებიც სულ პატარამ დავაარსე.
სიყვარულით სავსე ოცნებები, იმ ადამიანით სავსე ოცნებები.
ყველაზე მეტად მარტოობის მეშინოდა, მარტოობის რომელიც მუდამ თან დამყვებოდა,
ირგვლივ მყავდა ყველა, მაგრამ ყოველთვის მარტო ვიყავი, რადგან არ მყავდა ის.
არასოდეს შევხებივარ მის თმებს,
არასოდეს ამისრულებია ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და არ ჩავხუტებივარ,
არასოდეს მითქვამს მისთვის, რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა,
ჩემთვის დავდიოდი დამძიმებული და დავატარებდი უთქმელ გრძნობებს.
არ ვყოფილვარ მაგის გამო უბედური, უბრალოდ შეყვარებული ვიყავი,
წლების ანგარიში მქონდა არეული.

სარკის წინ გავატარე ძალიან ბევრი წელი,
ბევრი წელი გავატარე იმის დაკვირვებაში თუ როგორ იზრდებოდა ჩემში სიყვარული და როგორ ემალებოდა ცხოვრებისეულ ტკივილებს.

ბევრჯერ გამჩენია სურვილი აღარ მეცოცხლა,
მაგრამ მეშინოდა იმის, რომ ჩემს დასაფლავებაზე არ მოვიდოდა,
ისე არ დამიტირებდა როგორც მე მინდოდა,
არ იტირებდა იმის გამო, რომ მისი ერთადერთი სიყვარული მოკვდა.
ეს მხდიდა ყველაზე უბედურ ადამიანად, არ მქონდა უფლება გავშორებოდი ამ ტანჯვას, არ მქონდა საშუალება მეგრძნობინებინა ადამიანებისთვის როგორ ძლიერ მიყვარდა.

ეხლა ვზივარ,
როგორც ორი წლის წინ ვიჯექი სექტემბერში,
როგორც ერთი წლის წინ ვიჯექი სექტემბერში,
ცარიელ ოთახში,  მიტოვებულ სკამზე და ვაკვირდებოდი როგორ კვდებოდა ჩემი ცხოვრება.
სიცოცხლე არ მინდოდა, უბრალოდ მენატრებოდა ჩემი მოგონებები, რომლებიც უკვე ძალიან ძალიან შორს იყო.
ასე უძლურად თავი არასოდეს მიგრძვნია,
თანდათან ხელი მეშვებოდა,
წარსული მშორდებოდა და ვრჩებოდი ძლიერი მაგრამ სუსტი ადამიანი.

ხელში სარკე მეჭირა და ვუყურებდი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ სახეს,
ვგრძნობდი როგორ მიდიოდა შორს ჩემი ცხოვრების აზრი სიყვარული.
თვალებს ცრემლი დაეტყო,
ისევ ის მწვანე თვალები, ისევ მწვანე თვალებზე ცრემლი და ახლა უკვე უიმედო გამოხედვა,

ამ ოთახში ჩემი ბავშვობის მეგობარი შემოდის.
მისთვის გამაოგნებელ და მძიმე კითხვას ვსვავ:
- ჩემს დასაფლავებაზე მარტო ხო არ დამტოვებ?
ჩემს წინ გაყინული, გაშეშებული სახე დგას.
მისი თვალები მთხოვს, რომ ამ სიყვარულს არ შევეწირო.

თვალები მისაცოდავდება, ისეთი უძლური გამომეტყველება მაქვს როგორიც ახალ დაბადებულ ბავშვს.
გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს:
ვინმე მოხვალთ ჩემს დასაფლავებაზე?

არ ვიცი როგორ, მაგრამ მოვრჩი
ყველაფერი დავამთავრე.
თვალებიდან ცრმლები აღარ მომდიოდა, მხოლოდ ტკივილი.

ერთი სათხოვარი დავტოვე ამ ქვეყანაზე,
მოვიდეს ჩემს დასაფლავებაზე ისევ მარტო ნუ დამტოვებს უთხარით. . .







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები