ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2014


* * *

ძველ სახლში იდგა ჩრდილი ,,პაპუჩის",
ბაღში ხეები ეხატათ ნისლებს,
აღარც კი მახსოვს გემო ალუჩის,
ოცდათხუთმეტი გასულა ისე...
რაც ღრუბლებიდან მოწყდა ცარგვალი,
და ჩვილი მთვარე ცამ გულს მიისვა,
ჯარგავალის ნაშთი- კენტი ,,ჯა რგვალი"
იწვა მიწაზე, ხსოვნის თილისმა..
იქვე პიტნების მოლისფერ სივრცეს,
ეფინა ჩრდილი, სიძველის ფერი,
ფესვმოკვეთილი ვეძებდი მიზეზს,
ატკივებული ფუძით და ჭერით..
ოხრავდა ეზო, წუთებს დარდიანს,
ვით ურმის ხარებს, დრო მიდენიდა,
ისმოდა წელთა ტაქიკარდია,
ჭაღარა ძმების მაჯისცემიდან..
როგორც ირემმა ირემს, ბალახი,
გამომიწოდეს ძმების ხელებმა,
ნაცნობ ეზოში ბევრჯერ ნანახი,
პირველი ხილი-ბაღის მშვენება..
გული ყოველთვის გულობას ჩემობს..
გვიან ოცნებებს თურმე სურთ მეტი..
ჩვენ ჩავატანეთ მოცხარის გემოს,
სურვილი კიდევ ოცდათხუტმეტის..
ძველ სახლში იდგა აჩრდილი მამის,
დედა ფარცხავდა ფიქრის მდორებას,
და თვალწინ გვეგდა ჩავლილი წამი,
როგორც ჩავლილი მთელი ცხოვრება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები