ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2014


დაილოცოს!

ვიდრე ვენახს გასხლავს გლეხი
მოიგონებს ღმერთს,
შარშანდელი ღვინით შესვამს
სადღეგრძელოს ერთს.
სიმღერ-სიმღერ ჩამოივლის
ვენახისკენ გზებს,
შეეხება ყველა ბწკარს და
შეავედრებს მზეს.
ვაზიც მეტი სიხარულით
კვლავ მოიწმენდს ცრემლს,
ახალ ფოთოლს გამოიღებს,
გაიმაგრებს ტევრს.
ვიდრე მტევანს შეივსებდეს
ეფიცხება მზეს,
ისიც დიდი მონდომებით
დაუფერავს გვერდს.
მტევნებს ლაღად ჩამოუთვლის
შემოდგომით რთველს.
ქვევრს ღიღინით ჩაუწურავს
მზით ნაფერებ ცრემლს.
ჯერ რაკრაკით გაახარებს
საწნახელში გლეხს,
მერე ერთად აამღერებს
ღვინის ერთგულ მრევლს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები