ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2014


* * *

ეს გზები არ სრულდება არასდროს მეგობარო,
მჯერა,რომ შენც ივლი და ვერავინ გაგაჩერებს,
ეცადე ოცნებები ვარსკვლავებს მიაბარო,
მერე დრომ აასრულოს ბედ-იღბლის განაჩენი,

დახურე,პროსპექტისკენ მზირალი დარაბები,
მწვერვალთა სისპეტაკე თბილ გულში ჩაიკარი,
ტკივილის მომტანია,უფერო ქალაქები,
შენ, მათი მონატრება ახლოს არ გაიკარო,

უფალთან ისაუბრე რითმებით ,სტრიქონებით,
სიტყვაა ამ სამყაროს აწმყოც და დასაბამიც,
ირწმუნე,მაგ ძარღვებში რაც ღელავს-იქორია.
სიგიჟეს უნდა მისცე გზაცა და გასაქანიც.

ეს გზები არ სრულდება არასდროს მეგობარო,
მჯერა,რომ შენც ივლი და ვერავინ გაგაჩერებს!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები