ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2014


მთების პოეტი(სოსო მეშველიანს)

(ალბათ დასრულდა გრანადაში დიდი კორიდა.
ღამდება, ფიქრიც მოითენთა, ვატყობ, არა და....
ლამპიონებით თავს მახსენებს იმ სიშორიდან,
მთების წიაღში შეხიზნული იგუალადა.)
                                                                                        სოსო მეშველიანი


ღამემ თვალებში ჩახედა მორევს,
მდინარემ ნაპირს გააძრო სიქა,
დარდები-როგორც სტუმრები,მოვლენ
და მერე აღარ მიდიან დიდხანს...

სიზმრებში გზები სრულდება სადღაც,
სრულდება მთებს და ნაპრალებს შორის,
შენ მკერდზე დასმულ პოეტის დამღას,
მთელი სიცოცხლე ვერ მოიშორებ,

შენ მონატრების პოეტი გქვია,
რომელიც მანძილს უთხზავს ბალადებს,
და კარგად იცი, ადრე თუ გვიან
თეთნულდზე გაცვლი იგუალადას,

სადღაც გიტარა უკრავს ფლამენკოს,
პალმების მწკრივი ზღვიკენ დახრილა,
ღამეს აისის ფერი დაედო,
მთებს შორის შარას მისდევს მარხილი.

იქ სადღაც თეთრი ჯიხვის არვეა,
და გორებს საბნად ხურავს ნისლები,
ქარიც ნამდვილი მეგობარია,
იქ სილამაზით თუ შეიშლები,

შენ თეთრი მთების პოეტი გქვია!








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები