ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ივნისი, 2014


შეჩვევა

გულზე გადაიჯვარედინებდა ხოლმე ხელებს
და საათობით გაუნძრევლად იწვა.
სიკვდილს ვეჩვევიო.
თავდახრილი სიარული სჩვეოდა
მზე არ არის თვალი რომ მოგჭრასო,
ეტყოდი და..
მიწას ასე უფრო გავუშინაურდებიო.
ხელებში შუქი გასდიოდა სიგამხდრისგან.
რატომ არ ჭამო შეეკითხებოდი და
თქვენი მისავალი იქაც მეყოფაო.
ამბობენ, ულამაზესი ქალი იყოო,
მარტო გაზარდა შვილებიო,
ერთი ვაი არ უთქვამსო.
რას აღარ იტყვიან..
იმ ღამეს შუქები ჩააქრო ყველგან.
მივეჩვიე და გავუშინაურდიო.
რა გვეშველება უშენოდო?
რა გჭირთ უშველებელი. მე აღარ მეშინიაო.

ამბობენ ერთი ვაი არ უთქვამსო,
რას აღარ იტყვიან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს