ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2014


მესხენეტი

== ეძღვნება ექვსიოდე წლის ბიჭუნას,
რომელიც საოცარი მონდომებით გვიდა ტროტუარს და რომელმაც დამარწმუნა,
რომ არ უნდა გავიზარდო==


გამოწვდილია ჩემი ხელები,
როგორც მდინარე
უნაპირო,
ჯებირაყრილი.
მე ვგავარ მირაჟს
და ვარ უდაბნო,
სავსე ქვიშით,
ბედუინების ნატერფალით და
ქარებია ჩემი მხრები,
ჩემი მკლავები...

ჭორფლიან ამინდს
ვუხუჭავ თვალებს,
ვღეჭავ სიმშვიდეს და ვფიქრობ :
"სანამ მოხუც მეეზოვეს
შვილიშვილი უგროვებს ფოთლებს,
უნდა მჯეროდეს გადარჩენის.
მე ვარ უდაბნო,
ვარ მესხენეტი"
და მზე ნელნელა იღვრება ტროტუარზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები