ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2014


ლექსო...


სადაც ვიყავ, როგორც ვიყავ,
სულს მებნიე, ვით კოლიე,
ზღვამ საითაც გამომრიყა,
იქით გამოგიყოლიე...

ვისთვის რკინა, ვისთვის ოქრო,
ფარული თუ მხილებული..
მავანისთვის იქნებ როგორ,
ჩემთვის ძვირადღირებული...

დრო რომ მოვა, გეტყვი ალალს,
მოაწყდება ცრემლი თოლებს,
სადაც უფლის ნებით წავალ
იქით ვეღარ წაგიყოლებ.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები