ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: იუმორისტული
9 ივნისი, 2014


არჩევნები

საარჩევნო მარათონი
ფინალისკენ მიდის ძნელად,
აქტიურობს ტყეში ყველა_
დათვი, მგელი, ტურა, მელა.

ტურებს თურმე გამოუბამთ
მელაკუდასავით კუდი,
რეკლამის და პიარისთვის,
რა თქმა უნდა ხელოვნური.

საწყლებს ისე ძლიერ დასცხათ
ღვარი გასდით თურმე ოფლის,
მაგრამ იმედი აქვთ, მერე
მელა მისცემს თითო სოფელს.

შველს და ირემს ვინღა ჰკითხა,
ტყის მომავალს როგორ ხედავს,
პირდებიან მილიონ ხეს,
უარის თქმას ვინ გაბედავს?!

ბურტყუნებენ სორო-სორო
კურდღლები და ზაზუნები,
აღარ უნდათ მმართველებად
არც დათვი და აღარც მგლები.

სურთ, რომ ტყეში გამგებელად
აირჩიონ მეფის სწორი,
მაგრამ ვერსად მოიძიეს,
გადაშენდა ნუთუ ლომი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები