ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2014


* * *

ძვირფასო,პოეტებს არ უყვართ ლოდინი,
არ უყვართ,როდესაც  ჰაერში ისვრიან,
უნდათ რომ სამყაროს ხავსივით მოედონ,
ამიტომ,ეძებენ ბნელ ღამეს ნისლიანს,

ლამაზო,პოეტებს არ უყვართ ცრემლები,
არ უყვართ,სიტყვები ფურცელს რომ ამძიმებს,
სევდის და დუმილის ჰაერთან შერევით,
მცირდება-მიწიდან ზეცამდე მანძილი,

პატარავ,პოეტი-ეს არის ცუნამი,
სტროფებით,რომ ლეწავს ყიველგვარ ბარიერს,
თვალები ღამეულ ლექსებში ცურავენ,
ლექსებში,რომელმაც გრძნობები არიეს...

ძვირფასო,პოეტებს არ უყვართ ლოდინი!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები