ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


რა ამბავია?!

- რა ამბავია ამდენი წვიმა,
ამდენი ჭექა, ქუხილი, თქეში?!
ნუ, ყველაფერი გულთან ნუ მიგაქვს,
ცაო,
მოეშვი...

- რა ამბავია ამდენი მტრობა,
ომი, სისხლისღვრა, უღმერთო ყოფა?!
ერთხელ მშვიდობის დადე პირობა,
მიწავ,
გეყოფა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები