ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2014


პოეტი-ქალი(ეკა კვიციანს)



ფრთები გაშალეს მთის არწივებმა,
იწყება ღამე, როგორც ზღაპარი,
მიჰრქის ჭალაში ქალისწვივება
ულაყი და თავს ქარებს აფარებს,

იწყება ღამე,როგორც ზღაპარი,
ციდან ეშვება ლექსების რიდე,
დადის ქუჩებში მიუსაფარი
პოეტი და სულლს მუზებზე ჰყიდის,

ჰყიდის,ცრემლებით ნაწერ სტრიქონებს,
თვალებს აგუებს ღამის თენებას,
ძარღვებში ღელვას იწყებს იქორი,
და მაჯებიდან მოედინება,

მაგრამ ვაი რომ უნდ გათენდეს,
უნდა შეეშვას გული ფორიაქს,
ვიღაცა,ლექსებს  ფეხქვეშ გათელავს,
და მთელ ფარასაც აიყოლიებს,

ქალაქში დადის ღმერთისთვალება,
ქალი-პოეტი,ათასი დარდით,
არ შეუძლია ტკივილს დანებდეს,
არ შეუძლია დაუშვას ფარდა,

დადის ქალაქში,
ტკივილით სავსე,
ამაყი ქალი,
პოეტი-ქალი!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები