ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივნისი, 2014


მოხუცი მამა

გადაეფარა ბინდი ხეობებს
ვით მიცვალებულს ძველი სუდარა,
ქვრივი ქალივით ხეები დგანან

რადგან ცხოვრებას დიდხანს ვეომეთ
ნამუსახდილნი სახლში ნუ წავალთ.
(წელში მოხრილა მოხუცი მამა,
და ღმერთთან ისევ აგრძელებს კამათს)

ცოდვაც მესმის და უცოდველობაც
გამარჯვებაც და ომში დაცემაც,
მაგრამ არ მესმის უფალო შენი!

ჩვენი ცხოვრება, პირმოთნეობა
მოჰგავს უკუდო, მოხუც ფარშევანგს.
(შენ გიყვარს შვილი, რომელიც გდევნის)

მდიდრები ზიზღით იწმენდნენ კალთებს
ღარიბი ხალხის ნათითურებით,
დასვრილი მათი მდიდრული სარკე

დასვრილი მათი ძვირფასი სახე,
ნამუსახდილნი სახლში ვბრუნდებით,

და მაინც, ღმერთო არ მესმის შენი,
რომ გიყვარს შვილი, რომელიც გდევნის..

გადაეფარა ბინდი ხეობებს
წელში მოხრილა მოხუცი მამა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები