ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 ივნისი, 2014


ჯორჯ გორდონ ბაირონი - ევთანაზია (საბოლოო ვერსია)

როცა დადგება თავის დროზე სიკვდილის ჟამი,
უსიზმრო ძილი, მკვდრებს რომ უმღერს თვის იავნანას,
გადავიწყებავ! სიკვდილთან რომ ვიყო თამამი,
მომინახულე, წამიყვანა შავეთში სანამ!

ნუ მოვლენ მაშინ მეგობრები ან მემკვიდრენი,
იქ ან სატირლად, ანდა ჩემთვის სიკვდილის მდომნი,
ნუ მოვა სატრფოც გაშლილი თმით და ცრემლისდენით,
რომ ითვალთმაქცოს, ან ამტკიცოს  სიწრფელე გრძნობის.

არამედ წყნარად მიაბარონ სამარეს გვამი
და ნურც პირმოთნე ჭირისუფალთ მოუშვებთ ახლოს,
არ მსურს ჩაშხამდეთ სიხარული ხანმოკლე, ამით, 
არც მეგობრები ცრემლთა ფრქვევით მსურს რომ შევაკრთო.

კარგი იქნება ტრფობა მიჯნურს თუ ჩააგონებს
და შეუკავებს განშორების ამაო ოხვრას,
არ დაიშურებს სიყვარული თავის ძალ-ღონეს
მისთვის ვინც რჩება და მისთვისაც, ვინც ელის კვდომას.

ჩემო ფსიქეა! იქნებოდა რარიგ წარმტაცი,
კიდევ ერთხელ რომ დამენახა ნაკვთები მშვიდი:
დამავიწყებდა გადატანილ ბრძოლებს მარადის,
ტკივილიანიც შეგხედავდი მაშინ ღიმილით.

მაგრამ ამაო სურვილია? რადგან მშვენება,
ისევე ქრება, როგორც ქვეყნად ამონასუნთქი;
ცრემლთაფრქვევა თუ ქალს როდისმე მოენებება,
მატყუარაა სიცოცხლეში, კვდომისას ვუფრთხით.

მაშ, მარტოობით, დაე, შევხვდე, ბოლო საათებს,
უსინანულოდ,  და გარეშე - კვნესის, წუწუნის;
რადგან ათასებს თუმც  სიკვდილი  გაასავათებს,
ტკივილიც ქრება,  ჩამოწვება როცა უკუნი.

ეჰ, მაგრამ მოკვდე და წახვიდე, სავალალოა!
სადაც ყველანი გარდასულან, იქ დავივანებ!
და უნდა გავხდე რაც ვიყავი - არარაობა,
სანამდე ვიშვი და ცხოვრებით სანამ ვიტანჯე!

გადაითვალე  ყოველი დღე, რაც აქ დაჰყავი
და გამორიცხე საათები არ მქონე  დარდის
და სიცოცხლეში ვინც არ უნდა ყოფილიყავი,
ინანებდი რომ, ქვეყანაზე საერთოდ გაჩნდი.

13 ივნისი, 2014 წ.

ორიგინალი იხილეთ აქ:
http://classiclit.about.com/library/bl-etexts/lbyron/bl-lbyron-euthanasia.htm

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები