ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2014


შავი ძაფი

  რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო.

  იმ დილით ვერ მოასწრო ბოლო სიზმრის ნახვა, კატამ გააღვიძა. წამოდგა, ტელევიზორი ჩართო. შემდეგი კვირიდან თოვა შეწყდებაო, ამბობდნენ, მაგრამ არ სჯეროდა.
  კატას რძე დაუსხა, თავის გლოვისფერ კაბას აკიდებული შავი ძაფი თითზე დაიხვია:
_ს. სიკვდილი._გაიღიმა.
  წლების წინ ჩაიწნა მამისა და ძმის სიკვდილი თმაში და მას შემდეგ აღარც გაუშლია.   
  გარეთ კაცისსიმაღლე თოვლი და შეშინებული ხალხი დახვდა:
_ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.
_..უცებ.
_ამხელა თოვლში..
  ტყუილად არ ჩამიცვამს დღეს შავებიო, გაიფიქრა ქალმა.
  ბრბოს გაჰყვა, ხალხი გაწია, ბიჭის თავი მუხლებზე დაიდო, თვალები დახუჭა და ხმამაღლა დაიწყო სიმღერა.
  იავნანასავით ლამაზი იყო.

  შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო. რა თქმა უნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები