ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2014


ნაწყვეტები

***
უკვე ვიცი სად ვეძებო,
მისამართი ცხვირწინ მიდევს,
რომ ვეახლო ლექსის ბწკარებს,
უნდა ავყვე ფიქრის კიბეს.

***
თუ იმსომნია ათოვს ღამეებს,
წარსულზე ფიქრის სევდის ფიფქებად,
ვიცი, ურყევად უნდა მწამდეს, რომ
ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება.

*
წარსულითა და მომავლით
კვირას თუ მუჭში ეტევი,
ცოცხლობო, ვინ დაგაბრალა,
ნაზო პეპელავ, ნეტავი?!

***
არ დავიწყებ იმის ძებნას,
რომელს მიმცეს მიწის უბეს,
ვით ღრუბელი არ მისტირის
წვიმის შემდეგ დამდგარ გუბეს.

***
ვინ აჩუქა წერტილს ნეტავ
ჟღერადობა კეთილი?!
ვითომ მძიმე მძიმეა და
მსუბუქია წერტილი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს