ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2014


შუქნიშანი




ამ გამზირზე,
როცა ხელგაშვებულს მივლია -
შენიდან ჩემამდე,
ზუსტად იმდენი შეცდომა ჩავიდინე,
რამდენი აკრძალვის წითელი ნიშანიც
შემხვდა და დამემუქრა:
-არ შეუხვიო!
-არ შეჩერდე!
-არ გადახვიდე!
მე ახლა სულაც – ნარინჯისფერ ოთახში ვცხოვრობ,
(ლოდინის ფერი.)
და თუ კი ისევ  გაზაფხული
„წასვლისფერად“ გაიფოთლება,
გამიყვანე თვალახვეული,
შემოვლითი გზებით მატარე,
უკან მოსასვლელი - ვეღარ უნდა დავიმახსოვრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები