ჩემ თავს როგორმე მოგიყვები. სხვა რა ვთქვა, ..., საყურადღებო სხვა რა გითხრა, სხვა რა ვთქვა, სხვა რა გიამბო?! ერთი პოეტი ვარ წვიმების ხათრით და თოვლის ხათრით. იშვიათად ცირკის მასხარაც კი შემიძლია ვითამაშო, დრო მედგას მხრებზე. მარჯვენა მხარზე გაზაფხული, ხოლო მარცხენა მხარზე ზამთარი. შემიძლია (პატარა თევზებს როგორც სჩვევიათ) გავარჩიო სიტყვა საწყენი და გულში წყალი დავიგუბო. ჩუმ პოეზიას კი არა, ამით შევეჩვიე უცეცხლო ლექსებს, ზედაპირული დამწვრობა და ცრუ პროცესია რომ მოსდევს ხოლმე და, მთავარი, შენ რომ არ გესმის, ან არ გინდა რომ............... ლექსიც ძველი ძაფივით წყდება სადაც ყველაზე ვიწროა და დავიწყებაა, სადაც ლექსები ჩუმდებიან და წყვდიადების გაყუჩებული ქარიშხლები შრიალს იწყებენ, იქ მაინც ხომ ხარ, იქ ხომ მაინც გესმის, ..., ჩემი ხელების ან დუმილის გესმის?! ან ამ ცის, რომ თოვს და წვიმს და ტკივილივით დადის ღრუბელი?! ეს შენი არა, ჩემი ცაა, ჩემი ნამცეცი თავისუფლების, გადარჩენის, გაქცევის, შენი... აქ, ალბათ, დიდი დუმილია... როგორც მინიმუმ დიდი წერტილის, დიდი თოვლის, დიდი სიმშვიდის, დიდი წყვდიადის შესამჩნევი მცირე ნიმუში და მაგალითი პოეზიის, რომელიც დიდი სახლის პატარა, განაპირა ოთახში მცხოვრებ მოხუცის თვალებს მოგაგონებს, ყოველთვის თითო ცრემლი რომ დააქვს, თითო სევდა, წუხილი, ჯავრი და მწუხარება არც თუ ისე უკვალოდ ჩავლილ, ისე გაწელილ ცხოვრებაზე მხოლოდ ყვირილის სურვილიღა რომ შემოგრჩება სიცოცხლის ბოლოს. სხვა რა ვთქვა, ..., მოგიჯდები სადმე საყვარელ ხესთან და... ჩემ თავს მოგიყვები მხოლოდ და მხოლოდ... და მერე მხრებზე გადამივლის თოვლი და წვიმა. წვიმა და თოვლი გადამივლის მხრებზე და მერე სანამ ცრემლების კოჰორტები მოვლენ და წავლენ, სანამ ცრემლების კოჰორტები მოვლენ და წავლენ, ჩემი წყვდიადიც აივსება მშვიდი ფერებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კარგია ჩემ თავს როგორმე მოგიყვები. სხვა რა ვთქვა, ..., საყურადღებო სხვა რა გითხრა, სხვა რა ვთქვა, სხვა რა გიამბო?! ერთი პოეტი ვარ წვიმების ხათრით და თოვლის ხათრით. იშვიათად ცირკის მასხარაც კი შემიძლია ვითამაშო, დიდებულია, მადლობა ავტორს კარგია ჩემ თავს როგორმე მოგიყვები. სხვა რა ვთქვა, ..., საყურადღებო სხვა რა გითხრა, სხვა რა ვთქვა, სხვა რა გიამბო?! ერთი პოეტი ვარ წვიმების ხათრით და თოვლის ხათრით. იშვიათად ცირკის მასხარაც კი შემიძლია ვითამაშო, დიდებულია, მადლობა ავტორს
22. ხოშიანია ^_^ ხოშიანია ^_^
21. როგორმე კიარადა, ერთი-ორს თუ გამოსდის ასე ნიჭიერად ეგ ამბავი ;)
:-* როგორმე კიარადა, ერთი-ორს თუ გამოსდის ასე ნიჭიერად ეგ ამბავი ;)
:-*
20. რამდენიმე დღეა ვიმეორებ: "ჩემს თავს როგორმე მოგიყვები." : )
წარმატებები რამდენიმე დღეა ვიმეორებ: "ჩემს თავს როგორმე მოგიყვები." : )
წარმატებები
19. ჩემი წყვდიადიც აივსება მშვიდი ფერებით.
დაე... :)
ჩემი წყვდიადიც აივსება მშვიდი ფერებით.
დაე... :)
18. ჩემი წყვდიადიც აივსება მშვიდი ფერებით.
დაე... :)
ჩემი წყვდიადიც აივსება მშვიდი ფერებით.
დაე... :)
17. ჩემ თავს კი არა ჩემს თავს, კუთვნილებითი ნაცვალსახელია. ეს ლექსი იმსახურებდა გასვლას თავფურცელზე განსხვავებით... 5 ჩემ თავს კი არა ჩემს თავს, კუთვნილებითი ნაცვალსახელია. ეს ლექსი იმსახურებდა გასვლას თავფურცელზე განსხვავებით... 5
16. +++++++ ,მთელი გულით +++++++ ,მთელი გულით
15. ჩემი ფავორიტი ლექსია ეს! + 555555555555555 ჩემი ფავორიტი ლექსია ეს! + 555555555555555
14. სხვებთან შედარებით სხვებთან შედარებით
13. დიდად არ მომწონებია, უფრო სწორად საერთოდ, მაგრამ ცუდი არაა მგონი. დიდად არ მომწონებია, უფრო სწორად საერთოდ, მაგრამ ცუდი არაა მგონი.
12. კარგია მომეწონა. კარგია მომეწონა.
11. გიო, შენი ყოველი ლექსით მაოცებ.სულ და ყოველთვის. შენი საოცრად მისტიური და თან ახლობელი სამყაროთი...
ერთ-ერთი ფავორიტი ლექსი იყო ეს "ლექსების გამოფენა"-ზე ჩემთვის.
გიო, შენი ყოველი ლექსით მაოცებ.სულ და ყოველთვის. შენი საოცრად მისტიური და თან ახლობელი სამყაროთი...
ერთ-ერთი ფავორიტი ლექსი იყო ეს "ლექსების გამოფენა"-ზე ჩემთვის.
10. კარგია. ძალიან. კარგია. ძალიან.
9. მადლობა, რომ წაიკითხეთ : ) მადლობა, რომ წაიკითხეთ : )
7. kai ramea.. Warmatebebi avtors kai ramea.. Warmatebebi avtors
6. გამორჩეული ავტორი...:-* ეს ლექსი მახსოვს " ლექსების გამოგენიდან"... 555
გამორჩეული ავტორი...:-* ეს ლექსი მახსოვს " ლექსების გამოგენიდან"... 555
5. რა კარგი და ჩამოყალიბებული რამეა ! :)) რა კარგი და ჩამოყალიბებული რამეა ! :))
4. გკითხულობდით, უფრო სწორად, გისმენდით და რა კარგად ყვებოდით თქვენ თავს.
სიმშვიდით.
გკითხულობდით, უფრო სწორად, გისმენდით და რა კარგად ყვებოდით თქვენ თავს.
სიმშვიდით.
3. ძალიან კარგი ლექსი! ++ ძალიან კარგი ლექსი! ++
1. კეთილი იყოს შენი გამოჩენა გიო, კარგი ავტორი ხარ. 5 კეთილი იყოს შენი გამოჩენა გიო, კარგი ავტორი ხარ. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|