ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2014


აქ უნდა დათბეს

ვცხოვრობ ქალაქში,სადაც გზები მარტო დადიან,
სადაც იმედი უკვე დიდი ხანია მოკვდა,
ყველაზე კარგი გასართობი აქ ხომ დარდია,
და სირცხვილია სიკეთისთვის მადლობის მოხდა,

ვცხოვრობ ქალაქში სადაც შვილებს კლავენ დედები,
აქ მზე წააგავს ცაზე გაკრულ ბუტაფორიას,
ყველა გენიოსს,თაროებზე მტვერი ედება,
აქ ხომ კლოუნმა ყველა ერთად აგვიყოლია...

აქ ამ ქალლაქში ღიმილს ელი როგორც მესიას,
ჟანგბადზე მეტად ჰაერს დენთის სუნი ამძიმებს,
აქ გაჯერებენ,რომ მონობა უკეთესია,
და ვინც ოცნებობს-იმას უნდა მიუსამძიმრო...

მაგრამ თუ სული მოინდომებს თავისუფლებას,
მე თუ გავბედავ,შენ გაბედავ,გაბედავს ვიღაც,
თვალებში ცეცხლი ერთს მაინც თუ არ ჩაუქრება,
სხვაც მას მიბაძავს და მოიგლეჯს სახიდან ნიღაბს!

მიდი,მოგბაძავ,შენც მომბაძე,ერთად ვიცინოთ,
ვანახოთ ქალაქს,რომ ჯერ კიდევ,აქ ვიღაც აფრენს,
აქ უნდა დათბეს,უნდა დათბეს,მორჩა სიცივე,
მერე თუ უნდა სხვამ დაიდგას გვირფვინად დაფნა.

აქ უნდა დათბეს!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები