ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


****

დარდისგან ჩამოჭკნა ხევარდა,
ტოტებზე შემაკვდა ოლოლი,
მე ქარმორეული ხე ვარ და
შენ უკანასკნელი ფოთოლი..
სულს ფლითავს იჭვების აფთარი,
ეს ღამეც მოვარდა მეხურად,
ხარ უკანასკნელი ზამთარი,
ვარ უკანასკნელი ბეღურა...
ჩემს ბაღში დრომ სივრცე გარიყა,
ღრუბელიც ატირდა ბავშვივით,
მე უმისამართო მგზავრი ვარ,
შენ მისამართი ხარ, წაშლილი..
დამთავრდა ცხოვრება თითქმის და..
ტრაპეზზე მზე არ თმობს კანდელებს,
გაგროვებ..დაღლილი იზიდა
და სტრიქონ-სტრიქონად გამთელებ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს