ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


ნიღაბი

რა ვარსკვლავი, რა მზე, რა ცა,
მთა-ბარი და მიწა-წყალი?!
თავი დამეკარგოს ლამის,
ნიღაბს უკან ჩუმად მდგარი.
ნუღარ მეტყვი, რომ ცუდია
ვესწრაფოდე მარტოობას,
შიში ნუ გაქვს, სუიციდი
ჩემთვის ნიშნავს ღმერთის გმობას.
რა ვქნა, თუკი ქარბორბალა
მოვარდნია ჩემს მშვიდ ყოფას,
მიხურულ კარს არ ნებდება,
ქოფაკივით იწყებს ყეფას.
ღიმილს ითხოვს გამუდმებით,
სხვა რა გზა მაქვს, ვიღიმები,
რა ვქნა, როცა ნიღაბი მაქვს
სხვათა გამო მოსარგები...

მე ღიმილის ვიხსნი ნიღაბს,
როცა თავთან მარტო ვრჩები,
მხოლოდ მაშინ შრება ცრემლი,
ღიმილს უკან დანადენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები