ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


ჩვენება

ლამაზები წრე-ბილიკზე დადიან,
გეგონებათ ჩამოართვეს ღიმილი,
უტყვი სახით, გაყინული თვალებით,
დაამწუხრეს ეს ლამაზი ქალები.

მოდიან და მხრებით მოაქვთ ქსოვილი,
შეკერილი ნაირ-ნაირ კაბებად,
რადგან ჰქვიათ "უშნო" სიტყვა_მოდელი,
მოდა მოაქვთ "კალკით" გადასაღებად.

მოაბიჯებს სილამაზე, მშვენება,
პროცესს ჰქვია "კოლექციის ჩვენება",
იქნებ ვინმემ დაუბრუნოს ღიმილი,
არ უხდებათ ლამაზმანებს "ტირილი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები