ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2014


მა

ცა,ცის კი არა-შენი ფერია,
მე ვარ წყვდიადი,ანუ ვარ ღამე,
უკვე ცრემლებიც გამომელია,
მა, იცი როგორ გადავიღალე?!

უნდა გავთენდე,შენით გავთენდე,
უნდა დამთავრდეს ღამის თარეში,
ჩემს ძვლებს სარეცხის თოკზე გაფენენ,
და დამტოვებენ სულის გარეშეც,

თუ არ ინათა,თუ არ ინათე,
თვალებს დამთხრიან, ალბათ ქარები,
საკუთარ თავთან-თავს ვერ ვიმართლებ,
ასე,მხდალივით მივიპარები

საიქიოში,უნდა მიშველო,
მა,შენს სუნთქვაში უნდა დამმალო,,
თორემ ხეები ტოტებს იშვერენ,
და დაიყივლებს მალე მამალიც,

მე გამყიდიან,არც გათენდება,
მე არ ვარ ქრისტე-შენ ხარ მესია,
ცას შენი ფერი თუ არ ედება,
რომ არ გავთენდე უკეთესია,

მა,იცი?ღმერთიც შენი ფერია!








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები