ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: თარგმანი
23 ივნისი, 2014


რიჩარდ ბროტიგანი

მეორე სამეფო

პირველ
სავარსკვლავო სამეფოში,
ყველაფერი, ყოველთვის
სანახევროდ ლამაზია.

შენი თითები,
ანგელოზები არიან,
ხანგრძლივი სასიყვარულო
ღამის შემდეგ რომ
ძილს მიეცნენ.

შენი თვალების
ხმოვანება: ქარის
საფეხურებზე
ჩამორბენილი
თოვლი.

შენი თმა,
იმ თაიგულის ფერია,
ღმერთმა რომ
შეკრა.

მეორე
სავარსკვლავო სამეფოში,
მხოლოდ

შენ ხარ.


---------------------------------------------------------

მხოლოდ იმის გამო

მხოლოდ იმის გამო,
რომ ხალხს უყვარს შნი გონება,
სულაც არ ნიშნავს
იმას, რომ
სხეულიც უნდა
უყვარდეთ.

--------------------------------------------------------

განწირული

მოჩვენებასავით დავბორიალობ
ზესკნელის ფერდობზე,
მონადირებული ვარ
იმ სივრცის მიერ,
რომელსაც უშენოდ
ვიცხოვრებ.

----------------------------------------------------------

პ.ს. მერამდენედ მოხდა უკვე ასე, სხვა საიტზე დაკოპირებულ ინგლისურენოვან ტექსტს არ ღებულობს და ცარიელად ინახავს.

http://www.netslova.ru/boiko/brautigan.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები