ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


* * *

                                                                                                                                                    ვცხოვრობ ქალაქში,სადაც გზები მარტო დადიან,
                                                                                                                                                    სადაც იმედი უკვე დიდი ხანია მოკვდა,
                                                                                                                                                    ყველაზე კარგი გასართობი აქ ხომ დარდია,
                                                                                                                                                    და სირცხვილია სიკეთისთვის მადლობის მოხდა

                                                                                                                                                                                                                          ლ.ლ
                                                                  ვცხოვრობ

    თბილისი-ქალაქი რომელიც გაორების გრძნობას იწვევს ჩემში თავისი არასტანდარტულობის გამო,მე მიყვარს და მძულს ეს ქალაქი,გასაოცარი ისაა რომ რაც მიყვარს მასში ამავდროულად მძულს კიდეც,ეს არის ქალაქი,რომელიც თავის თავში ნაქალაქარს მუმიასავით ინახავს,ვიწრო ევროპულ ქუჩებს თავისუფლების ხოლო საბჭოთა კავშირის დროინდელ გამზირებს მონობის სურნელი ასდის,კონტრასტული,პარადოქსების ქალაქია თბილისი,გრძნობ რომ დაფრინავ,დაფრინავ,მაგრამ გალიაში,ქალაქელების ცხოვრების მიზანიც ფრენაა.ოღონდა არა გალიის მიღმა,ამ ქალაქს სძულს ახალი სივრცე, ახალი გარემო,ეს მშიშარა ქალაქია,მამაცი ადამიანებით დასახლებული,ადამიანებით,რომელთაც საერთოდ არაფრის არ ეშინიათ გარდა ერთისა-სიახლე,აი მთავარი საფრთხე და საფიქრალი ამ მამაცი ადამიანებისა,ამ ქალაქს ტყვიების არ ეშიანია და ეშინია წითელშარვლიანი ბიჭების,დრედებიანე გოგოების,პოეტების,მწერლების,უბრალოდ არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების,იმდენად მამაცია ეს ქალაქი რომ ღმერთსაც კი იცავს-ოღონდ არ იცის რისგან-რაც მთავარია სისხლის ბოლო წვეთამდე იცავს.იცავს ტრადიციებს იმის გამო რომ ეს ტრადიციები მას ეროვნულობას უნარჩუნებს და ჰგონია რომ ამ ტრადიციების გარეშე დაკარგავს იმ ერთადერთს რამაც საუკუნეების მანზილზე გააძლებინა,რამაც გადაარჩინა.ამდენი ნაკლის მიუხედავად ამ ქვეყანაში მაინც ყველა გზა ამ ქალაქში მოდის.
  ეს ჩემი ქალაქია,დაღვრემილი სახეებიტ სავსე ნაცრისფერი ქალაქი და მაინც ასე საყვარელი ჩემთვის,სადაც არ უნდა წავიდე ყოველთვის რომ მიხმობს და მეც ყველა დაძახებულზე წინააღმდეგობას ,რმ ვერ ვუწევ და ვბრუნდებაი,ამ ქალაქში ბედნიერებს სულელებს ეძახიან,დაე ვიყო სულელი და ავიყოლიო ყველა,გავაცინო,გავაგიჟო გავაფერად ეს ნცრისფერი ქალალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები