ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2014


თუკი გიპოვნი

მოგძებნი, როგორც თოთო ბავშვი ეძებს საწოვარს,
ხელის ცეცებით გზას გავიკვლევ შენსკენ წყვდიადში,
შენი სახელით შევიწყალებ ყველა მათხოვარს
და ყველა მწყურვალს თითო ჭიქა წყალსაც მივაწვდი.

ვითარცა მწყემსი, მივატოვებ ცხვრების მთელს ფარას,
მოსაძიებლად წავალ ერთი გზააბნეულის,
ყველა უძღებ შვილს დავუბრუნებ მოყვარულ მამას,
მანუგეშებლად გადვიქცევი ყველა სნეულის.

ლოცვაში მხოლოდ შენდობას გთხოვ, როგორც მეზვერე,
ვით ავაზაკი, ჯვარს გაკრული, შენ გაგამართლებ!
დაუბრკოლებლად გადავლახავ ყველა საზვერეს
და დავმკვიდრები იქვე, სადაც წილი აქვთ მართლებს...
...
თუკი გიპოვნი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები