ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2014


გარდაცვალება

ღამეებს სულში მთვარეები უკივით,
როცა მგლები ბუნაგებს ტოვებენ,
მაგრამ ყმუილი აღარ უნდათ.
შინიდან წასვლა
ნიშნავს გარდაცვალებას ახლობლებისთვის,
შენ კი ჯიუტად დგები
მათ მიერ შენთვის რუდუნებით გათხრილი საფლავიდან
და ახალი სამყაროსთვის იბადები.
შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის მშობელი
და ვარსკვლავებს ისღა დარჩენიათ,
შორიდან იციმციმონ
ან დასკდნენ და
ცოდვილ დედამიწას უხოშკაკალონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები