ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2014


ერთი, მრავალთა შორის

პოეზია მდინარეა, თვალებკამკამა,
მე რუხი კენჭი, იქვე, რიყეზე,
მრავალთა შორის...
გაზაფხულობით,
წყალუხვობისას,
როდესაც თავზე გადამევლება,
სიხარულისგან სუნთქვაც კი მიჭირს.
მაგრამ ზაფხულში,
მხოლოდ სხვათა "წყალში ხტომისას"
თუ მომწვდებიან მისი შხეფები,
უკმაყოფილოდ გავიღიმები.
სხვებს კი უკვირთ__
ირგვლივ, როცა ყველა ხარობს ზაფხულით,
მე რატომღა მეშემოდგომება.
გაზაფხულამდე ჯერ ხომ შორია,
ოქროსფერმა წვიმამ კი იცის
ჩვენ ორს შორის რა კავშირია,


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები