ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2014


მიზეზი



პატარა  ხარ  და  თითქოს  უფრო  ახლა  იზრდები,
გინდა  ხედავდე  და ინახავ  სულ  უფრო  მთავარს.
მარტო  დარჩები  ცოტახნით  და არის მიზეზი,
რომ  პოეზიით  ისაუბრო  საკუთარ  თავთან.

რომ  უფრო  კარგად,გარკვევით  და  ხმამაღლა  ამბობ.
რომ  ისევ  შენთან  აღარ  დარჩეს  სევდა,წუხილი..
რომ  აღარ  გინდა შეგაწუხოს,ვერნათქვამ  ამბავს
ამბობ  და  უკვე  დრო  არ  გრჩება  ისევ  დუმილის.

მოჩვენებითი  გაკვირვებით  აღარ  გიმზერენ,
ყველა  მომდევნო  დაპირება  ყალბია  თანაც,
გინდა  ბევრი  თქვა,ბევრი  მოყვე,მერე  მიზეზებს
აღარ  ეძებ    რო  განმარტოვდე  საკუთარ  თავთან.
                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები