ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2014


ერთი გულის გაწვდენა (რობერტ მესხს)

მთვარე გურული გიდელივით კიდია ცაზე,
ღამეს ფერი აქვს თითქოს –
ადესის...
– რობი, შორია, მეგობარო,
დიოსკურამდე?
– ფიქრის სიჩქარე - წამში ათასი კილომეტრი,
უცებ გავივლით.
და მე ვიჯერებ...
ან მანძილი რაა ფიქრისთვის?..
ენგურზე ხიდი ფიქრებშიაც გავდოთ,
Camarade...
ლურჯი სიზმრები გვისახსოვრა
ავადჰარამ და
ვიაროთ ახლა მხარდამხარ და
კენტად არცერთი,
კენტად არცერთი
ჩვენგანი აღარ იყოს
დედამიწაზე...
ცაა ისეთი –
იზაბელას გააცალეს მტვერი
ახლახანს...
ფიქრის სიჩქარით, გემს,
რომელსაც ჰქვია "დალანდი",
დიოსკურამდე, მეგობარო,
მართლა მივყავართ...
მთვარე გურული გიდელივით
კიდია ცაზე...
შორს კი ვიღაცა სევდიანად მღერის
"ვარადას"...
.....................................................
აფხაზეთამდე ერთი გულის გაწვდენაა,
რობი,
არადა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები