ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიღაცა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 ივნისი, 2014


ხელოვნური ქალი

მე- ქალი -შენ რომ ასე ძალიან მოგწონს და გიყვარს შექმნილია რეალური მესგან ...

ეს თმების ხვეულები, თითებს რომ ძირიდან ბოლომდე აყოლებ, არც იცი რომ ქიმიური დახვევის შედეგია ..

და ფერი? ამომავალს რომ ადარებ მზეს, საღებავმა შექმნა ..
მისი სურნელი ძალიან რომ მოგწონს და ბუნებრივი გგონია, ფრანგული შამპუნის შედეგია ..

წარბები, ასე რომ გხიბლავს და გასროლილს ადარებ ისრებს ჩემი ვიზაჯისტის დამსახურებაა..

ლურჯი რომ გხიბლავს ფერი თვალების, კარგი ხარისხის ლინზაა მხოლოდ.

და წამწამები, რომელზეც მეფერები, ხელოვნურია ..

ცხვირი გამიკეთა ექიმმა ..

ტუჩები - მეორე ექიმმა ..

და ხალი წარბის კუთხეში, მივიხატე ქიმიური ნივთიერებით..

კბილები? თეთრი მარგალიტები ..

ტკვილის ფასად შევიცვალე ..

სხეული .. ვინმემ რომ გკითხოს უნაკლო .. პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა ..

და ვინ გიყვარს შენ? ჩემგან შექმნილი ლამაზი ქალი ..

და მე?! გეყვარებოდი, როგორიც ვიქნებოდი ნამდვილი .. ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები