(ჩემს სომეხი ეროვნების მეგობარს, გარიკა კარაპეტიანს, რომელიც იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში) . - ორივე - ხელია. რომელი მოვიჭრა? ან მერე როგორ გავამრთელო? ძალიან პატარაა ხო იცი, როიჯან ეს ჩვენი დიდი საქართველო -
ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და ბავშვობა - ბავშვობას გავატანეთ და ფუტკრის ნაკბენი მკლავივით გაგვისივდა ეს გული, ოხერი, "ცავატანემ"
ტოლებსაც იმ დღიდან სრულიად გავერიდეთ, ამინდიც გადაიქცა ტირილად, მახსოვს სულ პირველად ჭაჭით რომ დავთვერით და ლექსი რომ წავუკითხეთ ირინას.
ის თოვლიც მაგონდება წელამდე რომ დადო, გვქონდა ერთად ყოფნის პატივი, მკერდზე დაწერილი "საქართველო"-ც დროდადრო გეზრდებოდა მაცხოვრის კვართივით.
მორიგმა აგვისტომ უეცრად დაიქუხა და მაშინ ატირება მომინდა თუმც მაინც სიცილით გითხარი. დაგაბარე - ტყვიები წამომიღე ომიდან.
და ასე შევეჭიდეთ სხვადასხვა ბარიკადებს და მთელი ჩვენი ქუჩა შეიძრა, დღეს ომში მოუკლავთო, დღეს ომში... გარიკა, დეე, ოთახში შემოვიდა შენი ძმა. . - ორივე ხელია, რომელი მოვიჭრა ან მერე როგორ გავამრთელო, ძალიან პატარაა ხო იცი როიჯან ეს ჩვენი დიდი საქართველო -
ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და ჩემს თმებსაც შეერია ჭაღარა და წლებიც გასულან რაც მიწას მიგაბარეთ და რაც მე ცალი ხელი აღარ მაქვს...
ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე ჩამწვდა, მაგრამ უსათუოდ მესიამოვნა ამ ლექსის წაკითხვაც და მოსმენაც.. მესიამოვნა იმ მხრივ, რომ წერის ტექნიკა საკმაოდ კარგია, შინაარსობრივ კი რაღა თქმა უნდა დავითრგუნე..

აი, ამას ვამბობდი, როცა ვწერდი, კარგი პოეტები და მწერლები მენატრება-მეთქი საიტზე... იმედია, ახლა მაინც მიხვდებით ჩემს მაშინდელ გულისტკივილსა და მონატრებას! ის კარგი პოეტები მწყობრში მიმმართველებივით ჰყავდა საიტს! მათ გარეშე კი... მხოლოდ ურთიერთმაამებლობა დარჩა... "უი, რა მაგარი ხარ", ან "ეს ყველაზე მაგარი ლექსიას" ძახილით...
აღარ წახვიდე, როი! ახლა ნიკას კომენტარი დავინახე აქ... ნიკა, ეს შენც გეხება, დედი!... დაუბრუნდით საიტს რომ საიტი მხოლოდ სფერებელი საიტი კი არა, ლიტერატურული საიტი გახდეს ისევ!
ძალიან მიყვარხართ, ჩემო დაკარგულო ბიჭებო!...

ეს არის კარგი და ნამდვილი პოეზია!!! უბრალო სასაუბრო ენით გადმოცემული ტკივილი, პატრიოტული ლირიკა, სადაც იოტისოდენა პათოსიც არ იგრძნობა, ავტორი, თითქოს, მეგობარს უყვება სევდიან ამბავს, რა სისადავით, რა ხმადაბლა, მაგრამ როგორი ხმამაღალი განცდებით სავსე... მიხარიხარ როი, სჭირდები და აკლიხარ მკითხველს!!! 555

ისეთი ჯიგრიანი ლექსია, არ შეიძლება გულგრილი დატოვოს მკითხველი................5 მიხარია რომ დაბრუნდი......... და საერთოდ ყველა უდნა დაბრუნდეს ძველებიდან. მაშინ მიეცემა აზრი ამ საიტზე ყოფნას....

და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჩემზე როგორ მოქმედებს ეს ლექსი... ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ, იქ სადაც ვარ და ზოგი თვლის, რომ არ უნდა ვიყო. მოკლედ მაგარი ლექსია ეს, არა მხოლოდ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, როი! აღარ წახვიდე, რა! იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდებ იმ ავტორებს, რომლებმაც დატოვეს ლიტ.საიტები სრულიად გაუგებარი და ბავშვური მიზეზების გამო. გულითადი მოკითხვა!

ეს პოეზიააა!... ყოველთვის აღიზიანებდათ ურაკელებს ჩემი რადიკალიზმი... მაგრამ თამამად და ყველას წინაშე ვამგოგ რომ 99.9% აქ გამოქვეყნებული "ლექსებისა" არის არაფერი, ასეთი ლექსების გვერდით.... :)
(პ.ს... სამსახურში ამ პოეტის ლექსიდან რამდენიმე ფრაზა წამოვიძახე, მესიმოვნა თანამშრომლის კითხვა. _ეს ბათუმელი პოეტი რომ არის, იმის ლექსი არაა?-ო... :))

კარგია, როი. ამბავს რომ ჰყვები ხოლმე შენთვის (თითქოს - არა საჩემასაჩუყებლად)... რომც არ იყოს - ნაღდი ამბავი რომ მგონია ხოლმე... თუ ნაღდია და მაგის ”სინაღდეს” რომ არ გადაყვები პოეტური მუსიკის ხარჯზე... ამბავს რომ ჰყვები თითქოს შენთვის (არა საჩემასაჩუყებლად) და მაინც გული მიჩუყდება - ეგაა რაცაა :)