ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2014


კიკეთი



აქ, დილაობით,
ტყე ატარებს სოკოს ფესტივალს,
მზე წვება ირგვლივ.
იშლის შუადღე ქარვის კარვებს საშემოდგომოდ,
მერე კი შუბლზე
ვარსკვლავიან ზეცას იკეთებს –
ღამე კიკეთის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები