ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2014


კითხვის ნიშნები

ჩვენი სიცოცხლე დედამიწაზე
მერამდენეა ნეტავ ნაბიჯი?
ანუ, სტადია ჩვენი სულისთვის
მერამდენეა? მართლა არ ვიცი!
მანამდე იქნებ რა განვიცადეთ,
სანამ სიცოცხლეს შემოვეყარეთ?
უცნობ სამყაროს იქნება მართლა
ატირებული გამოვეპარეთ?
თუ დავსრულდებით ამ სამყაროში
მყიფე სიცოცხლის მატარებლები?
ანდა რამდენი დაგვრჩა ნაბიჯი,
იქამდე ვიდრე მზეს შევეყრებით?

23. 04. 13.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები