ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2014


რადგან დედამიწა მრგვალია

როცა მივხვდი რომ შენ ის იყავი, უკვე ზურგით ვიდექით ერთმანეთთან.

გრძედი და განედი ორმოცდაერთი .
გზაგასაყარი _ჩემი ქალაქი.
ეს დასასრულის დასაწყისია.
ეს დასაწყისის დასასრულია.
საპირისპიროდ წასვლა კიდევ_ გარდაუვალი.
ხელისგულებს ვადებთ ერთმანეთს. შემდეგ ვაშორებთ.
უკან არ მოიხედო! _შრიალებენ პალმები
უკან არ მოიხედო! _ მეძახიან მარადმწვანე მუხები
უკან არ მოიხედო! _ჩურჩულებენ ნაძვები.
ჩემს ქუჩაზე ყველა ხე მარადმწვანეა. ისინი ყველაფერს ხედავენ.  არ სძინავთ.  არასოდეს  ელოდებიან თებერვალს, რომ წყალი ჩაუდგეთ.

მათ იციან რომ ყველა ხეში ჩადგება წყალი, ხმელშიც და ნედლშიც. ადრე თუ გვიან.  ტანი უგრძნობთ.
მათ იციან, რომ ყველა უდაბნო შეიძლება იქცეს წალკოტად, თუ საკმარის წყალს მიზიდავ, არ დაიზარებ.
მათ იციან რომ ყველა ჭაობს სადღაც აქვს ფსკერი . ფესვებით გრძნობენ  . და ამბობენ რომ  სულ მარტივია მათი დაშრობა, სამყოფი სითბო თუ დაინახეს.
მათ იციან, რომ ნებისმიერი უფსკრულიდან კაცი ამოვა თუ ამოავსო. თუნაც დასჭირდეს ამისათვის მრავალი წელი . ამოავსო უნდა  ცრემლით  , მოგონებებით, ისტორიებით , შენით და სხვისით. წვიმით დამბალი ტანსაცმელი შემოიძარცვო და ჩააფინო .  ... და  დაგლეჯილი  შიგ ჩაყარო თმა და ფრჩხილები.  უნდა დაყარო ყველაფერი  რაც ზედმეტია  და ამოხვიდე.
მათ იციან, რომ თუ წინ ივლი , სწორ გზაზე წახვალ , თუნდაც იყო ზურგით დამდგარი , აუცილებლად  თვალი თვალში შეხვდები სადღაც. 
იციან და მეუბნებიან.
იციან და გეუბნებიან.

აღარც უკან მოვიხედებით. სულ წინ, წინ ვივლით.
ერთი და ორი
ორის შემდეგ დათვლა აღარ ღირს.
ორის შემდეგ უკვე ბევრია.
ბევრი და ბევრი...
მე ჩრდილოეთით მჭირავს გეზი. შენ კი სამხრეთით. 
და რადგან დედამიწა მრგვალი არის, მის მეორე მხარეს  შეგხვდები.

გრძედი  და განედი : რა მნიშვნელობა აქვს?!
გზაგადამკვეთი : სხვისი ქალაქი 
ეს დასასრულის დასასრულია.
ეს დასაწყისის დასაწყისია.
პირისპირ დგომა ,კიდევ , ახლა არის გარდაუვალი.
ხელისგულებს ვადებთ ერთმანეთს. აღარ ვაშორებთ.

რადგან დედამიწა მრგვალია, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები