ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
5 ივლისი, 2014


ვეტექიმი ბექა

                ბექა ვეტექიმია
                აიხდინა ოცნება,
                მისაღებში რიგშია
                თუ სადმეა ოთხფეხა.

                იცრემლება კენგურუ,
                გამერღვია ჩანთაო,
                რა ვქნა რა მეშველება,
                შვილი სადღა ჩავსვაო.

              ტურა მოწამლულია,
              ბატი ჭამა უმია,
              დღესაც გული ერევა,
              თუმც დალია მუმია.

              საცოდავსა თაგვუნას
              ფეხი მოჰყვა ხაფანგში,
              ისე მაგრად ეტკინა
              ლუკმა ადგას ხახაში.

              კბილი სტკივა ციყვუნას,
              უტეხია კაკალი,
            ბორმანქანის ნახვაზე,
            აუვარდა კანკალი.

            თავს იტკივებს ჟირაფი,
            ამბობს წნევა აწუხებს,
            თითქოს თავი უსკდება,
            და უჭერენ მარწუხებს.

          სიყვითლე აქვს ბაჭიას
          უჭამია სტაფილო,
            ყველა მაგან მიირთვა,
            თუმც ყოფილა საწილო.

          ყელი ტკივა მაიმუნს,
          უჭამია ნაყინი
          მიტომ ბევრი მიირთვა,
          რომ არ ქონდა ნაყიდი.

          რქები გაბზარული აქვს
          წუხს ქორბუდა ირემი,
          ჯერაც ახალგაზრდაა
          ექვს მორჩენის იმედი.

        ღორი მუცელს იტკიებს
        ბლომადა ჰყავს ჭიები
          სისუფთავე არ უყვარს,
        არ სარგებლობს დიეტით,

        უძილობას უჩივის,
        დედა–შვილი დათვების,
        მოსვენებას უკარგავთ,
        დღე ჭახჭახი შაშვების,


      დღეს კი ამით დამთავრდა
      ხვალ ფრინველთა ჯერია,
      ბექაც გადაიღალა,
      აღარააქვს ფერია,
       
                ,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები