ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2014


ხდხ

სიცხისგან დაღლილ ფორთოხლის ბაღებს,
მონატრებია წვიმა -ნისლები,
აქ ცხრა მთისა და ათი ზღვის გაღმა,
ვგრძნობ,ნაადრებად ძვლებში ვიშლები,

როგორც ეს ბაღი მეც ვნატრობ წვიმას,
ვნატრობ ცხენისწყლის სევდიან ღიღინს,
დაღლილი სული უფალთან მიმაქვს,
და სიკვდილიც კი არაფრად მიღირს,

მე ვეტრფი ქარებს მოწყვეტილს მთიდან,
ღამეს ,ვარსკვლავებს,ნამიან მდელოს,
ვეტრფი ნაკადულს ღმერთივით წმინდას,
ტკივილით დაღლი ჩემს საქართველოს,

თუ სიკვდილია იყოს სიკვდილი,
მაგრამ მინდა რომ მწვერვალზე მოვკვდე,
სიზმრებში ვსერავ ვიწრო, მგლის ბილიკს,
მისთვის ნასროლი ტყვიაც რომ მომხვდეს,

ვიტყვი მადლობას,ოღონდ აქ არა,
აქ ამ ბაღებში არ მსურს ფინალი,
არ მსურს ლაჩრულად თავი დავხარო,
ჩემი სისხლი კი როგორც მდინარე

დიოდეს ბებერ კაკტუსებს შორის,
ღამეს ეხუროს უცხო ფარაჯა,
გიჟი ენგურის ქათქათა მორევს,
მინდა დავუდგე ღამის დარაჯად,


სიცხისგან დაღლილ ფორთოხლის ბაღებს,
მონატრებია წვიმა -ნისლები,
აქ ცხრა მთისა და ათი ზღვის გაღმა,
ვგრძნობ,ნაადრებად ძვლებში ვიშლები...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები