ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2014


ბარსელონური საღამო

ქუჩა მოცარტის,ხალხით სავსე ძველი დუქანი,
მრავალი ენის სიმფონია,თასით სანგრია,
ქუჩის პოეტი,ქერა ტურისტს ისე უგალობს,
ცნობისმოყვარე ზღვამ ჯებირი  გადმოანგრია,

ახლა  სამყაროს ჯერაც თბილი სისხლის სუნი აქვს,
დამსხვრეულ ფრთებზე შემოისვა ქარმა ღრუბელი,
ზანგი ვაჭრები აფთრებივით ქალაქს უვლიან,
მე კი ვზივარ და სავსე მთვარეს მუშტებს ვუღერებ,

ქუჩა ხმაურობს,ნეკერჩხლებიც თითქოს ბორგავენ,
და გულისცემამ შეიძლება მკერდი გააპოს,
მე ვხვდები,რომ ეს დედამიწე დიდი მორგია,
და სიციცხლეზე აღარ მინდა ვილაპარაკო...










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები