ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: იუმორისტული
5 აგვისტო, 2014


დათა

დათა
ფირალად ვარ გავარდნილი,
ტყეში ვცხოვრობ მუხის ძირას,
მენატრება თბილი'' სუპი''
რო დავდივარ მაშინ მძინავს.
თოფი მიტომ მოვიმარჯვე
რომ მეპოვა სამართალი
მსხალი ვისაც მივაწოდე
არ მაჭამა მსხლის ნათალი.
ძნელი არი ტყეს ცხოვრება,
ვეღარ ვითვლი თავში ტილებს,
წელში წელკავი გამიდგა
შიგადაშიგ მაბოყინებს.
ერთხელ ვზივარ ჩემს მუხასთან
ჩემი სახლი მაგონდება,
გავიგონე მიშველეთო ქალის
  მოთქმა და გოდება.
წამოვისხი მაუზერი
გამოვედი ტყიდან ფრთხილად
შიშველი და გაკოჭილი
ხალხი ყრია წყლისა პირად.
შევუძახე, შესდექ რაჟა,
ეს რა საქმე გიკისრია
მომიშვირე საფეთქელი,
უნდა გტყლიპო ცხელი ტყვია.
ხალხმა მიცნო, გაუხარდა
და დაიწყო მაღლა ხტომა
იწყებოდა ზამთრის პირი
მთავრდებოდა შემოდგომა.
მე ვუთხარი შეიმოსეთ,
დაირიგეთ თქვენი ბარგი,
ყველა იმას მიეტანა
თუ რამე იპოვა კარგი.
მოვიმარჯვე მაუზერი
მივაყარე ჩქარა- ჩქარა,
ვინაც შეძლო გაიპარა,
ვინაც არა გაეპარა.
მერე ქალი შემიყვარდა
ავადმყოფი ჰყავდა ქმარი,
მუხის ძირას ვნახულობდი
როცა იყო კარგი დარი.
შეგვეძინა ერთი შვილი,
საჩუქარი იყო ღვთისგან,
ამ ამბის ბოლოში ნახავთ
რა ვაჟკაციც დადგა მისგან.
ახლა მუშნიზე გიამბობთ,
ერთად გვზრდიდა მამა ძმებად,
სამწყემსურში დავდიოდით,
თხებს ვმწყევსავდით ნება-ნება.
მერე მუშნიმ სახელმწიფო სამსახურში
ცვითა თავი,
ყველა ერთად დაავიწყდა
მოკეთე და ნათესავი.
მთელი თავის მონდომება
დააბანდა ჩემ დევნაში,
ვერაფრით ვერ დავემალე
ჟონეთსა და მექვენაში.
ბოლოს მითხრა  ხუთი წელი
უნდა ჩაჯდე ძმაო, დათა,
ცოტა ჩემმა კარიერამ აიწიოს
ზევით რათა.
  შემეცოდა მეც დავთანხმდი
დასჯილივით გავიბუსე,
მთელი ხუთი წელიწადი
ციხეში თვალები ვკუსე.
საკანში შემომესივნენ
მატლები და მუხლუხები,
ჩემი ცოდვით იწვებოდნენ,
ქისტები და დურძუკები.
მერე ქალაქს შევეხიზნე,
თავი გავიაზნაურე,
ულვაშები ავიცქვიტე,
თავზე შლაპა დავიხურე.
იქაც ქალი შემიყვარდა,
გვქონდა დიდი მიმოწერა,
აწი მალე დავამთავრებ
თორემ ძაან გაიწელა,
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვინმეს განა?
უი, ეს არ უნდა მეთქვა
მეც სხვასავით გამეპარა.
გადავბარგდი ისევ ტყეში
ჩავერიე სხვის საქმეში,
მხარზე თოფი გადავიგდე,
ხანჯალი და დანა ხელში.
ვერ ვიპოვე სამართალი,
აირია ერი, ბერი,
უნდა ამ ტყეს გავეცალო,
მივატოვო ყველაფერი.
თურქეთს წასვლა გადავწყვიტე,
მელოდება იქ სტამბული,
მაგრამ ჩემმა ბედოვლათმა
ამადინა მხრებში ბოლი.
გამიკვირდა შევუძახე,
ეს რა ქენი გუდუნაო,
ვინ დაიდო შენი ცოდვა,
შე გლახა და ცუდუნაო.
გავაფრთხილე, არვის უთხრა,
ეს ამბავი დასაძრახი,
ასეთ სიკვდილს მირჩევნოდა,
მომხვედროდა თავში კვახი.
მივაღწიე ნაპირამდე,
გადავეშვი წყალში  კოხტად,
რომ ეგონათ დათა მოკვდა,
დარჩეს მაგი ანეგდოტად
გადავედი მე თურქეთში,
წამოვიწყე საქმე რამე,
წადით, ახლა დაიძინეთ,
წამოვიდა შუაღამე.













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები