ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


ჩემი მარტვილი

         
       
      არ ვიცი ვინ იმარტვილა,
      ან რად დაგექვა მარტვილი,
      იქნებ ბრმა ტყვია გავარდა
      და დაიყვირა ,,მა რyვილი,,
      ჩემთვის კი ისტორიაა,
      ჭავჭავაძეანთ საძვალე,
      უკანასკნელი სამთავრო
      დადიანების სავანე,
      მე შორს წამიყვანს ჩამოთვლა
      ,,ვინც შენ სახელი გაგითქვა,,
        სტუმარს აცნობენ ჩემს მხარეს,
        უკვე ტურიზმის ხაზითა,
      თვალმარგალიტი კოლხეთის
      ტობავარჩხილი მთვლემარე,
      ულამაზესი კორდებით
      მზეზე ვერცხლისფრად ელვარე,
      მთაში დაღლილი ტეხური ,
      ბარში ეშვება ლიკლიკით
      აბაშის კანიონებზე
        ჯომარდობა და ჯირითი,
      და სილამაზის გვირგვინი
        ცად აზიდული ლებარდე,
        ძველი დრო დაგბრუნებოდეს
        კვლავ ხალხმრავალი მენახე,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები